ავტოავარიას ქუთაისში მსხვერპლი მოჰყვა

ავარიას ქუთაისში მსხვერპლი მოჰყვა. დაშავდა 4 ადამიანი. 

არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გაჩერებულ მანქანებს შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.