ავტოსაგზაო შემთხვევა – ასპინძაში.მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა, რის შედეგადაც 29 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კიდევ ერთი დაშავებული ასპინძის კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.