B ტიპის გრიპმა ცირკულაცია დაიწყო, არ ვიცით, რამდენად აქტიური იქნება – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ სეზონზე პირველად, ქვეყანაში გრიპის ვირუსმა ცირკულაცია დაიწყო.

“ჩვენ ვაწარმოებთ ყოველკვირეულ მონიტორინგს და კვირაში ერთხელ ვაახლებთ გრიპის ვირუსის და რესპირაციული ვირუსების ცირკულაციას ქვეყანაში და პირველად, გუშინდელ მონიტორინგში, ორშაბათს გამოჩნდა, რომ B ტიპის გრიპმა უკვე დაიწყო ცირკულაცია.

გამოჩნდა გრიპის ვირუსიც, კორონავირუსთან ერთად. დეკემბერში, როგორც მოსალოდნელი იყო, გრიპის ვირუსი აქტიურდება, არ ვიცით წელს რამდენად აქტიური იქნება. პრევენციული ღონიძიებების დაცვით, შესაძლოა, გრიპის სეზონი ოდნავ რბილი იყოს, იგივე პირბადის ტარებით, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან ფაქტია რომ გვექნება და კლინიკურად მოგეხსენებათ გრიპის ვირუსით გამოწვეული რესპირაციული ინფექცია და კორონავირუსი დაახლოებით გავს ერთამენთს, გამოცდილ ექიმს, რა თქმა უნდა, შეუძლია მისი დიფერენციაცია…”.– ამბობს ამირან გამყრელიძე.

NCDC-ს მონაცემებით, გასულ კვირაში „ბე“ ტიპის ვირუსი მიმდინარე სეზონზე პირველად დაფიქსირდა, „ა“ ტიპის ვირუსის ცირკულირება კი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.

ამირან გამყრელიძემ 2 დეკემბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში გრიპის ვაქცინის 65 ათასამდე დოზა იყო დარჩენილი. მთლიანობაში შესყიდული 235 ათასი დოზადან 10 ათასი დოზა აფხაზეთს გადაეცა, ხოლო 160 ათასი დაიხარჯა ქართული ჯარის და რისკჯგუფების აცრაზე.