ბაღდადში ამერიკის საელჩო დაბომბეს-არიან დაშავებულები

ბაღდადში ე.წ მწვანე ზონის ტერიტორიაზე არსებული ამერიკის საელჩო დაბომბეს.

საელჩოს ტერიტორიაზე 5  რაკეტა ჩამოვარდა. „როეტერსის” ცნობით, ერთ-ერთმა რაკეტამ საელჩოს სასადილო დააზიანა. დაშავებულია სულ მცირე სამი ადამიანი.

მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.