იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს “ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე 5 წლით და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი 2013 წელს წაუყენეს. “ბანკი ქართუს” საქმეზე ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვაში დახმარებას ედავებიან.
აღნიშნულ საქმეში ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.