ამერიკელმა მომღერალმა, ბარბარა სტრეიზანდმა ბოდიში მოუხადა გაუფრთხილებელი გამონათქვამებისთვის ორ მამაკაცს, რომლებმაც ფილმ “ნევერლენდში“ განაცხადეს, რომ ბავშვობისას მათზე მაიკლ ჯექსონმა არაერთხელ იძალადა სექსუალურად.
“საბოლოო ჯამში ორივემ ცოლი მოიყვანა, ორივეს შვილები ყავს. ესეიგი იმ ამბავს არ მოუკლავს“ – განაცხადა 79 წლის მომღერალმა ბრიტანულ გაზეთ თაიმსთან ინტერვიუში, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა. ამ გამონათქვამმა მისი მისამართით კრიტიკის ნიაღვარი გამოიწვია.
სტრეიზანდმა ინტერვიუში ისიც გააცხადა, რომ სჯერა ჯეიმს სეიფჩაკის და უეიდ რობსონის მიერ წამოყენებული ბრალდებების ნამდვილობის. თუმცა ამის მიუხედავად როგორც ჟურნალი თაიმსი აღნიშნავს, სთრეიზანდი ჯექსონზე მაინც თანაგრძნობით საუბრობდა(მას მაიკლ ჯექსონთან სიცოცხლეშიც საკმაოდ თბილი ურთიერთობა ჰქონდა).
“არ ვიცი როგორი სექსუალური მოთხოვნილებები ქონდა, ამის ბრალი მისი ბავშვობა იყო თუ სხვა რამე, მაგალითად დე ენ ემი. შეიძლება ითქვას რომ “რყვნიდა“, მაგრამ ეს ბავშვები, როგორც თვითონ თქვეს ბედნიერები იყვნენ, რომ იქ მოხვდნენ (იგულისხმება ჯექსონის რანჩო). ორივემ საბოლოოდ ცოლი მოიყვანა, შვილები ყავთ, ესეიგი იმ ამბავს არ მოუკლავს ––თქვა მომღერალმა და მსახიობმა – შერეული გრძნობები მაქვს. თანავუგრძნობ ბავშვებს, მაგრამ მასაც თანავუგრძნობ. დამნაშავეები ჩემი აზრით მშობლები არიან, რომლებმაც დაუშვეს, რომ მათი შვილები მასთან დაწოლილიყვნენ.“
მისი მისამართით კრიტიკის ნიაღვარის შემდეგ ბარბარა სტრეიზანდმა ინსტაგრამში დაწერა, რომ ძალიან ნანობს, თუ მისმა არასწორად შერჩეულმა სიტყვამ ვინმეს გული ატკინა.
“სიტყვები, რომლებიც დაიბეჭდა ჩემს ნამდვილ გრძნობებს ვერ ასახავს. არავითარ შემთხვევაში არ მინდოდა დამეკნინებინა ის ტრავმა, რაც ამ ბიჭებმა გადაიტანეს. ღრმა სინანულს ვგრძნობ და იმედი მაქვს ჯეიმსმა და უეიდმა იციან ჩემი მათდამი პატივისცემისა და აღფრთოვანების შესახებ იმის გამო, რომ ისინი მოყვნენ რა გადახდათ თავს.“ ნათქვამია სტატუსში. ბარბარა სთრეიზანდის ინსტაგრამ ექაუნთს 900 000ზე მეტი ხელმომწერი ყავს.
მაიკლ ჯექსონის ძმები და სხვა ნათესავები კვლავ უარყოფენ მის მიმართ წამოყენებულ პედოფილიის ბრალდებებს. 2009 წელს გარდაცვლილი მომღერლის ნათესავმა, ტაჯ ჯექსონმა განაცხადა, რომ ერთ–ერთ ბრალმდებელს მრავალი წელია იცნობს და მის განცხადებებს არადამაჯერებლად თვლის, რადგან ისინი ფაქტებით არ არის გამყარებული.
ბარბარა სტრეიზანდმა სეიფჩაკის და რობსონის მშობლების მიმართ ნათქვამი სიტყვებიც დააკორექტქირა. ცალკე განცხადებაში მან დაწერა, რომ მშობლებიც მსხვერლი გახდნენ და დიდებისა და ფანტაზიების ცდუნებას აყვნენ. “ სრული სიცხადისთვის– ვერანაირი სიტუაციები და გარემოებები ვერ იქნება იმის გამართლება, რომ ბავშვების უმანკოებით ისარგებლო“ – ნათქვამია განცხადებაში.
პოპ მუსიკის მეფეს პედოფილიის ბრალდებები არაერთხელ, ჯერ კიდევ მის გარდაცვალებამდე წაუყენეს, თუმცა ჯექსონი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფდა. 2003 წელს პოლიციამ მის კალიფორნიულ მამულ ნეველენდში ჩხრეკის სერია ჩაატარა, როცა 13 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედებების შესახებ ბრალდებებს იძიებდა. თუმცა 2005 წელს ჯექსონს ყველა ბრალდება მოუხსნეს.