18-20 ივლისის ბათუმი შავი ზღვის რიგით მე-13 ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს.წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ: კორი ჰენრი (CORY HENRY & The Funk Apostles (USA)); ჯგუფი Kraak & Smaak (NL), ჯგუფი მოკუმოკუ (MokuMoku (GEO)), ინკოგნიტო (INCOGNITO (UK)), DJ set: DJ Francis & MC Bluey (UK); DJ Machaidze.
ფესტივალი 18 ივლისს ტრადიციულად ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ჩატარდება. პირველ საფესტივალო დღეს კონცერტს კორი ჰენრი და ბენდი – „The Funk Apostles“ გამართავენ. 19 ივლისს, ჯაზ-ფესტივალის მეორე დღეს, მსმენელის წინაშე წარდგებიან ჯგუფი MOKUMOKU და ჯგუფი Kraak & Smaak (NL),, ფესტივალს 20 ივლისს ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი – „ინკოგნიტო“ დახურავს, რომლებიც ასევე შემოგვთავაზებენ dj set: DJ Francis & MC Bluey (UK)
კორი ჰენრის თავდაპირველად ოSnarky Puppy-ის ბენდის წევრად იცნობდნენ. ამ ინსტრუმენტალურ, ჯაზ-პოპ ორკესტრს, ჟურნალი “Rolling Stone” “ჩვენი დროის, პლანეტის ყველაზე მრავალფეროვან ბენდად” აღიარებდა. 2012 წლიდან, ბენდთან ერთად, რამდენიმე გრემიც დაიმსახურა. დროთა განმავლობაში მუსიკოსმა ჯაზში საკუთარი სოლო ალბომებით მოწინავე ადგილებიც დაიკავა.
მუსიკოსის პირველი “First Steps” იყო, ხოლო მეორე ალბომი The Revival, რომელიც 2016 წელს გამოსცა, საუკეთესო გოსპელებს შორის მოხვდა.
2018 წელს მან პირველი სადებიუტო სინგლი გამოუშვა სახელად “Trade It All”. ამავე წელს, გამოვიდა The Funk Apostles-თან ერთად ჩაწერილი სადებიუტო ალბომიც “Art of Love” [2018]. ახალ ალბომში, კორი ჰენრი ერთგვარ გამოწვევასაც იღებს და ითავსებს ფრონტმანი/ვოკალისტის პოზიციას.კორი ჰენრიმ ბენდის წევრები თავის სფეროში პროფესიონალები არიან:
გიტარისტი – ადამ აგატი, რომელიც კორი ჰენრისთან ერთად სიმღერებს წერს, ისეთ მუსიკოსებთან მუშაობდა როგორებიც არიან Booker T. Jones და Ludacris
ბასისტი – შარეი რიდი, რომელიც პატი ლაბელთან, არეტა, ფრანკლინთან, ჩაკა ხანთან ერთად მუშაობდა
დრამერი – ტარონ ლოკეტი (Snarky Puppy-დან) უკრავდა ერიკა ბადუსთან და მონტელ ჯორდანთან
კლავიში – ნიკოლას სემრადის “დამსაქმებლებში” სხვა სახელებთან ერთად, ლორინ ჰილიც იკითხება
ბექვოკალისტები – დენის სტაუდმაირი ალიშა ქისთან მღეროდა, ტიფანი სტივენსონი კი ჯესი ჯეისთან, ერიკა კემბელთან, კანიე ვესტთან მღეროდა
{{VIDEO}}