ბათუმში, მე-5 სართულიდან ქალი გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
შემთხვევა დღეს მოხდა. გარდაცვლილი ქალი 31 წლის იყო.
ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.