ბათუმში, პუშკინისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი შახტაში ჩავარდა. დაშავებულია დედა-შვილი, ისინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორივე მათგანს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
არსებული ინფორმაციით, ლიფტი მე-11 სართულიდან ჩავარდა.
მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას წესების დარღვევას გულისხმობს.