ბათუმში, პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. დაკავებული ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორშია. როგორც პროკურატურაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” ორი მუხლით მიმდინარეობს, 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და ამავე კოდექსის 19,353-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით.
“გ. ჭ – ს წარედგინა ბრალი პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა და პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტებზე, ჩადენილი პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით”,- განაცხადეს პროკურატურაში.
შეგახსენებთ, რომ 18 დეკემბერს საპატრულო ეკიპაჟის ერთ-ერთ წევრს მოქალაქემ ცივი იარაღით ჭრილობა კისრის არეში მიაყენა. დაშავებული პოლიციელი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული, მისი მდგომარეობა მძიმეა.