ბათუმში, “სანდასუფთავების“ მანქანა ქვეითს დაეჯახა – 80 წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 80 წლის ქალს კობალაძის ქუჩაზე ბათუმის შპს „სანდასუფთავების” სამსახურის მანქანა დაეჯახა.

მძღოლი გამოკითხვაზეა გადაყვანილი, ადგილზე  მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას „სისხლის სამართლის კოდექსის” 276 -ე მუხლით აწარმოებს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.