თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ივანიშვილის გუშინდელი, ინტერვიუ შეაფასა.
„ყურადღებით ვაკვირდებთ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. მინდა გამოვეხმაურო პარტიის თავმჯდომარის გუშინდელ ინტერვიუს. ჩემი შეფასება არის, რომ ბატონმა ბიძინამ ჩვეული გულწრფელობით უპასუხა ყველა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს და ყველა იმ აბსურდულ ბრალდებას და ცილისწამებას, რომელიც მომდინარეობს ყველაზე რადიკალური, დესტრუქციული და შეიძლება ითქვას, ექსტრემისტულ ოპოზიციად წოდებული ძალის მხრიდან” – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.