მამა გიორგი სხილაძე კიდევ ერთ სასულიერო პირს ამხელს და პედოფილიაში ადანაშაულებს. კომენტარი სასულიერო პირმა “რუსთავი 2-თან” გააკეთა.
მამა გიორგის თქმით, ქაშუეთის ტაძრის ერთ-ერთი სასულიერო პირი არასრულწლოვანზე ძალადობდა.
“სასულიერო პირი პედოფილობაში შემიძლია ვამხილო. ტაძარში მღვდელმა ბავშვს ხელი შეუცურა კაბაში, გოგონას და გოგონა როდესაც შეშფოთდა, მაინტერესებდა კალგოტკა გეცვა თუ არაო. სიტყვა-სიტყვით გეუბნებით“ – აცხადებს მამა გიორგი სხილაძე.