უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის, ოლექსანდრ კამიშინის ცნობით, თურქულმა კომპანია Baykar-მა უკრაინაში Bayraktar-ის დამრტყმელი დრონების ქარხნის მშენებლობა დაიწყო.
- “ქარხანის მშენებლობა რეალურად დაიწყო და არა მხოლოდ მემორანდუმით. ეს არის ზუსტად ის დიდი Bayraktar-ის ქარხანა, რომელზეც რამდენიმე წლის წინ შევთანხმდით, მერე იყო შეფერხებები, სკანდალები. დღეს ამ ქარხნის მშენებლობა იწყება. ჩვენ რეალურ ნაბიჯებზე გადავედით,” – განაცხადა მან.