თურქულმა კომპანია Baykar-მა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცემს 3 უპილოტო საფრენ აპარატ Bayraktar TB2-ს.
დრონებისთვის ფულს უბრალო უკრაინელი მოქალაქეები და ბიზნესმენები აგროვებდნენ. თურქულ კომპანიას სურს, რომ მოგროვებული თანხით ომისგან დაზარალებულ უკრაინელებს დაეხმარონ.