BBC:საქართველოს ვიცე-პრემიერი განმარტავს თბილისის უარს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე

BBC-ს რუსული რედაქცია თეა წულუკიანის პოზიციას უკრაინის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით მასალას უძღვნის და მისი ციტატა მოჰყავს, რომელსაც, როგორც გამოცემა მიუთითებს, რუსული მედია ციტირებს:

“საქართველო უკრაინას სამხედრო დახმარებას არ გაუწევს, რათა ომში არ ჩაერთოს, განაცხადა ვიცე-პრემიერმა თეია წულუკიანმა. მის სიტყვებს რუსული საინფორმაციო სააგენტოები ციტირებენ.

“საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს საქართველოს სახელმწიფოს სამხედრო დაპირისპირებაში ჩართვას. ამიტომ, ჩვენ სამხედრო დახმარებას, რა თქმა უნდა, არ გავუწევთ სამხედრო კონფლიქტის არცერთ მხარეს”, – ციტირებს მის სიტყვებს რია ნოვოსტი.

9 იანვარს უკრაინულმა გამოცემამ „ევროპეისკაია პრავდამ“ გამოაქვეყნა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის სტატია, რომელიც წერდა, რომ საქართველომ უკრაინას არ გადასცა ბუკის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, რომლებიც კიევმა თბილისში გადასცა რუსეთის საქართველოზე თავდასხმის შემდეგ 2008 წელს.

გარდა ამისა, კასიანოვმა ასევე ახსენა ამერიკული Javelin–ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, რომელიც კიევმა საქართველოს ხელისუფლებისგანაც მოითხოვა. უკრაინელებისთვის მათ გადაცემაზე თბილისმაც უარი განაცხადა.

ამასთან, კასიანოვმა ცალკე აღნიშნა, რომ ამ უარის მიუხედავად, უკრაინა ეწინააღმდეგება ამ საკითხის შიდა პოლიტიკურ დავებში გამოყენებას და უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობასთან დაკავშირებით.

შემდგომში ეს უარი საქართველოში იმით ახსნეს, რომ ეს იარაღი საქართველომ იყიდა და რაიმე სხვა პირობებით არ მიუღია.

ეს გარემოება, თუ ვიმსჯელებთ რუსული პრესის პუბლიკაციებით, თეა წულუკიანმაც აღნიშნა. „რამდენადაც მე ვიცი, ჩვენ ვსაუბრობთ ისეთი იარაღის გადაცემაზე, რომელიც ჩვენ ვიყიდეთ“, – ციტირებს TASS-ს მის სიტყვებს.

კვირას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კატეგორიულად დაგმო რუსული სარაკეტო თავდასხმა დნიპროში საცხოვრებელ კორპუსზე, რომლის დროსაც სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი.

მან ამ დარტყმას უწოდა მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სისასტიკის მიუღებელი დემონსტრირება, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას.“– წერს BBC