სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო სადაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ხნიერ ქალბატონს პირბადეს უკეთებს და დანიშნულების ადგილას საკუთარი მანქანით ჩაჰყავს.
საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვის გამო 82 წლის ქალი გორში მცხოვრებ შვილთან, ქარელიდან ავტობანით ფეხით მიდიოდა. ხნიერი ქალბატონი სწორედ ამ დროს შენიშნეს ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ავტობანზე და მას პირბადე და სხვა ვირუსისგან დამცავი საშუალებები გადასცეს. ასევე აუხსნეს გამოყენების ინსტრუქციებიც და სამსახურეობრივი ავტომობილით ის გორში შვილთან ჩაიყვანეს.