ბრედ პიტმა ყოფილ ცოლზე წარმატებით იძია შური

56 წლის ბრედ პიტი მისი კარიერის ახალი აღმავლობის ეტაპით ტკბება. მსახიობის მეგობრების თქმით, მისი წარმატებები ანჯელინა ჯოლის ძალიან აღიზიანებს.

ჰოლივუდის ვარსკლავი ოსკარზეა ნომინირებული მეორე ხარისხოვანი როლისთვის ფილმში “ერთხელ ჰოლივუდში“. კარიერულ წინსვლას თან ახლავს ფინანსური კეთილდღეობა– პუბლიკის საყვარელი მსახიობი მსხვილ კონტრაქტებს აფორმებს მოდურ ბრენდებთან. თაყვანისმცემლებიც არ აკლია, განსაკუთრებით ქალები, რომლებიც აღფრთოვანებით ხვდებიან თავის კუმირს წითელ ხალიჩებზე და პრემიერებზე.

მოვლენათა ასეთი განვითარება სულაც არ ახარებს მის ყოფილ ცოლს. განქორწინების შესახებ ინფორმაციის გაცხადების შემდეგ ჯოლი ყველანაირად ცდილობდა პრესაში ყოფილი ქმრის გაშავებას, რათა ამის ხარჯზე საკუთარი რეპუტაცია აემაღლებინა. განქორწინების პროცესი კი მრავალწლიანი, დამღლელი და ბრალდებებით გაჯერებული აღმოჩნდა. რთული დავა ქონდა წყვილს შვილების მეურვეობასთან დაკავშირებითაც. პარალელურად კი არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანჯელინას ბრედ პიტთან შერიგება უნდოდა.

ამჟამად ანჯელინა ჯოლის კარიერა არც ისეთი წარმატებულია, როგორიც ბრედის. ბრედ პიტის მეგობრები დარწმუნებულნი არიან, ჯოლი დაბოღმილია იმის გამო, რომ პიტმა განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მოახერხა ძველი დიდების და პუბლიკის კეთილგანწყობის დაბრუნება.

“ბრედი ბრძნულად მოიქცა – არ დაიწყო თავის მართლება, არ შეეცადა ანჯელინას საპასუხოდ დადანაშაულებას. უბრალოდ თავის დროს დაელოდა და ბევრი იმუშავა. ამან შედეგი გამოიღო. ის ყველაზე პრესტიჟულ კინოჯილდოებს იღებს, მაყურებელს უყვარს და მთლიანობაში, ბედნიერად ცხოვრობს“– ამბობს ბრედის ერთ–ერთი მეგობარი.

მსახიობის გარემოცვა აცხადებს, რომ ანჯელინა ჯოლი ძალიან ეჭვიანია და ძალიან შეშფოთებულია იმ ალბათობით, რომ შესაძლოა პიტი მის პირველ ცოლს, ჯენიფერ ენისტონს შეურიგდეს. ანჯელინასთან დაშორების შემდეგ, რომელიც ენისტონს ვერ იტანდა, პიტმა პირველ ცოლთან მეგობრული ურთიერთობა აღადგინა. მართალია ორივე უარყოფს მათ შორის რომანტიულ ურთიერთობას, თუმცა ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს.ბრედ პიტი შარშან ენისტონის დაბადების დღეზეც მივიდა სტუმრად.

ბრედ პიტის დედა, რომელიც ანჯელინას ვერასოდეს იტანდა, ყოველთვის წუხდა, რომ ის ქმარს და შვილებს ცუდად ექცეოდა. ეტა პიტს ყოველთვის შვილის პირველი ცოლი, ჯენიფერ ენისტონი უფრო მოწონდა და მასთან ურთიერთობას არ წყვეტდა. ამის გამო ანჯელინა ყოველთვის უკმაყოფილო იყო და შიშობდა, რომ დედა ხელს შეუწყობდა ბრედ პიტს ენსტონთან შერიგებაში.

ქმართან განშორების გამო კი ყოფილ დედამთილზე შური იძია. მან შვილებს ბებიასთან და ბაბუასთან შეხვედრები შეუზღუდა. ბრედის მშობლებმა თხოვეს ჯოლის არ გამოეყენებინა ბავშვები შანტაჟის ინსტრუმენტად. ეტა პიტმა კი მედიას განუცხადა: “ის არ იკმარა ანჯელინამ, რომ ჩვენს შვილს ცილი დასწამა, ახლა ბავშვებს მამის წინააღმდეგ ამხედრებს.“

ქალმა ისიც თქვა, რომ სიამოვნებით შეხვდებოდა ანჯელინას და პირდაპირ ეტყოდა სათქმელს. “ბევრი რამის თქმა მინდა. კარგად იცის, რომ უსიამოვნო საუბარი ელის.“– თქვა ეტა პიტმა.