ნიდერლანდური საგამოძიებო გამოცემა Bellingcat-მა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის საქმის გამოძიებაში დახმარება საჯაროდ შესთავაზა. ამის შესახებ,Bellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, ქრისტო გროზევმა ტელეკომპანია დოჟდის ეთერში ისაუბრა.
- “მთავარი არის ის, რომ მოწამვლის ფაქტი ჰიპოთეზურად არის. მოტივიც სახეზეა, რადგან სააკაშვილი შედის იმ ადამიანების რიგში რომლებიც მტრები არიან FSB-ს და რუსეთის სხვა უწყებების. ჩვენ მზად ვართ, რომ ჩავატაროთ გამოძიება. ამას, რა თქმა უნდა, დრო დასჭირდება. მე მინდა მივმართო საქართველოს სამართალდამცველ ორგანოებს, რომ თუ ისინი მზად არიან, რომ ეს გამოძიება სერიოზულად ჩაატარონ, მაშინ უფრო გაუმარტივდებათ თუ ჩვენთან ითანამშრომლებენ” – განაცხადა ქრისტო გროზევმა.