ბერა ივანიშვილის youtube არხზე დღეს მისი ახალი კლიპის პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც მისი მეუღლეც მონაწილეობს. სიმღერის სახელწოდებაა She Said Yes (მან თქვა დიახ) და ვიდეოს სიუჟეტში ხელის თხოვნის სცენა რამდენჯერმე მეორდება. ბერამ ახალი კლიპის პრეზენტაცია ფეისბუქის გვერდზეც ჩაუშვა სტატუსით:
“დღეს განსაკუთრებული გრძნობებითა და ემოციებით გიზიარებთ კლიპს, რომელიც ასახავს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ დაუვიწყარ დღეს.
ასეთი დღე ყველა ეპოქაში ყველა ადამიანისთვის იყო და იქნება განსაკუთრებული.
გადადით ბმულზე და კომენტარებში გამიზიარეთ შთაბეჭდილებები.
ვაზიარებთ! “ – წერს ბერა.
ბერა ივანიშვილმა გასული წლის 11 ნოემბერს მოდის ბლოგერ ნანუკა გუდავაძეზე იქორწინა.