ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მომხდარ ავარიას 8 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია ბავშვის ბაბუა.
თვითმხილველების მონაყოლის მიხედვით, ავტომანქანა ტროტუარზე ავარდა და იქვე მყოფ ბაბუას და შვილიშვილს დაეჯახა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.