ბეჭდების მბრძანებლის ავტორის, ჯ. რ. რ. ტოლკინის შვილი გარდაიცვალა

ბეჭდების მბრძანებლის ავტორის, ჯ. რ. რ. ტოლკინის, შვილი კრისტოფერ ტოლკინი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ინფორმაციას ამის შესახებ დასავლური მედია “ტოლკინის საზოგადოებაზე” დაყრდნობით ავრცელებს:

“კრისტოფერ ტოლკინი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტოლკინის საზოგადოება ღრმა სამძიმარს ვუთვლით ბეილის, საიმონს, ადამს, რეიჩელსა და ტოლკინის ოჯახის ყველა წევრს”.- წერია “ტოლკინის საზოგადოების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კრისტოფერი არედაქტირებდა ტოლკინის იმ წიგნებს, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ გამოიცა.
მან ასევე შექმნა ბეჭდების მბრძანებლის ცნობილი რუკები, რომლებიც 1950-იან წლებში, “ჰობიტის” შემდეგ გამოცემულ წიგნების სერიას ამშვენებდა. კრისტოფერ ტოლკინის სახელს უკავშირდება ასევე სილმარილიონის რედაქტირებაც, რომელიც 1977 წელს გამოიცა.