Bloomberg-მა ივანიშვილი მილიარდერების სიიდან, ქონების $3.6 მლრდ-მდე შემცირების გამო ამოიღო

Bloomberg-მა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მილიარდერების სიიდან ამოიღო.  როგორც Bloomberg-მა  “პირველებს” განუმარტა, ივანიშვილი მილიარდერების 500 ადამიანის სიიდან,  ქონების $3.6 მლრდ-მდე შემცირების გამო ამოიღო.

Bloomberg-ის მიხედვით, ივანიშვილმა  აპრილის 3 კვირაში 3.2 მილიარდი დაკარგა.

ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება. ოფიციალური მონაცემებით,  500 ყველაზე მდიდარ ადამიანში “ქართული ოცნების” დამფუძნებელი აღარ ფიგურირებს.

Bloomberg-ის 2025 წლის 31 მარტის მონაცემების მიხედვით, ივანიშვილის ქონება 7.45 მილიარდი დოლარი იყო და ის რეიტინგში 421-ე ადგილს იკავებდა.