ამზადებს თითქმის ერთი წლის შემდეგ უკრაინაში შეჭრიდან, რომელიც რამდენიმე კვირა უნდა დასჭირვებოდა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ახალ შეტევას , ამავდროულად ამზადებს თავის ქვეყანას შეერთებულ შტატებთან და მის მოკავშირეებთან კონფლიქტისთვის, ნათქვამია Bloomberg-ის სტატიაში. სტატიის მიხედვით, პუტინი მოემზადა იმისთვის, რომ კონფლიქტი მრავალი წელი გაგრძელდეს.
კრემლს სურს აჩვენოს, რომ მის ძალებს შეუძლიათ დაიბრუნონ ინიციატივა თვეების უკან დახევის შემდეგ, ზეწოლით კიევზე და მის მოკავშირეებზე, რომ შეთანხმდნენ რაიმე სახის ზავზე, რომელიც საშუალებას მისცემს რუსეთს შეინარჩუნოს კონტროლი იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ახლა ოკუპირებულია. ასე აღწერეს ვითარება რუსმა ოფიციალურმა პირებმა და მათმა მრჩევლებმა Bloomberg-თან საუბარში.
პუტინიც კი ვერ უარყოფს რუსული არმიის სისუსტეებს, რომლის გაძლიერებაზეც ათწლეულები დახარჯა. რუსულმა ჯარებმა უკრაინაში თავდაპირველი მიღწევების ნახევარზე მეტი დაკარგეს, წერს სააგენტო. მისმა წყაროებმა განაცხადეს, რომ მუდმივმა წარუმატებლობამ ფრონტზე ბევრი აიძულა კრემლში უფრო რეალისტურები იყვნენ თავიანთი ამბიციების მიმართ და აღიარონ, რომ ამჟამინდელი ფრონტის ხაზის შენარჩუნებაც კი მიღწევა იქნებოდა.
თუმცა, პუტინი დარწმუნებულია, რომ უფრო დიდი ძალები და რუსეთის მზადყოფნა გაიღოს დანაკარგები ( აშშ-სა და ევროპული შეფასებით უკვე ათიათასობით,) საშუალებას მისცემს მას გაიმარჯვოს წარუმატებლობის მიუხედავად.
კრემლთან დაახლოებული Bloomberg-ის წყაროების ვარაუდით, შეტევის განახლება შესაძლოა თებერვალ-მარტში დაიწყოს. მათი კომენტარები ემთხვევა უკრაინისა და მისი მოკავშირეების შიშებს და შეტევა შეიძლება დაიწყოს მანამ, სანამ კიევი საბრძოლო ტანკებს აშშ-დან და ევროპიდან მიიღებს.
პუტინის გადაწყვეტილება ომის მორიგი სისხლისმღვრელი ესკალაციის მაუწყებელია, რადგან კიევი შეტევისთვის ემზადება და უარყოფს ნებისმიერ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებს რუსეთის ხელში დატოვებას გულისხმობს. პუტინი თვლის, რომ მას სხვა ალტერნატივა არ აქვს, გარდა იმისა, რომ მოიგოს კონფლიქტში, რომელსაც , ეგზისტენციალურ თვლის. მობილიზაციის ახალი რაუნდი შესაძლებელია ამ გაზაფხულზე, ამბობენ Bloomberg-ის წყაროები, რუსეთის ეკონომიკა და საზოგადოება კი სულ უფრო მეტად ერგება ომის საჭიროებებს.
აშშ-ს და ევროპის სადაზვერვო სააგენტოებს აინტერესებთ, აქვს თუ არა რუსეთს რესურსი ახალი მსხვილი შეტევისთვის, რადგან უკრაინის მოკავშირეები პირველად ემზადებიან საბრძოლო ტანკების გაგზავნისთვის, რომლებიც დაეხმარებიან უკრაინულ ძალებს რუსული პოზიციების გარღვევაში, ნათქვამია სტატიაში.