აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი Boeing Corporation-ის წინადადებას განიხილავს უკრაინისთვის იაფი, მცირე ზომის, ზუსტი მართვადი ბომბებების მიწოდებაზე. ასეთი საბრძოლო მასალის დაყენება შესაძლებელია ამერიკულ რაკეტებზე. ეს კიევს საშუალებას მისცემს რუსეთის მომარაგების ხაზები დაბომბოს ღრმა ზურგში.
Boeing-ის შემოთავაზებული სისტემები, “მიწიდან გაშვებული მცირე დიამეტრის ბომბი” (GLSDB), არის რამდენიმე პროექტიდან ერთ-ერთი უკრაინისა და აშშ-ს აღმოსავლეთ ევროპის მოკავშირეებისთვის ახალი საბრძოლო მასალის წარმოებისთვის.
GLSDB შედგება GBU-39 მცირე დიამეტრის ჭურვისაგან (SDB) და M26 სარაკეტო ძრავისგან. ამერიკას ორივე მათგანის უზარმაზარი მარაგები აქვს.