ბოკერია ამბობდა, თუ გერმანულ მოდელს არ მიიღებთ, ქვეყანაში ქვა ქვაზე არ დაჩებაო-წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, ოპოზიციასთან გამართულ დახურულ შეხვედრებზე “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ქვეყანაში არეულობის მოწყობით ემუქრებოდა.

“მე დავარღვევ შეთანხმებას და ვიტყვი რა იყო ნათქვამი ჩემს მიერ მოლაპარაკების მაგიდასთან. როდესაც, ბატონი ბოკერია მოლაპაკების მაგიდასთან, თითს აქნევდა და ამბობდა, რომ თქვენ თუ არ დათანხმდებით გერმანულ მოდელს ქვეყანაში ქვა-ქვაზე არ დარჩება, იქნება ერთი ამბავი და ოდირში გავაგზავნით ჩვენს პროექტს. მე მას ვუთხარი, რომ ოდირი არ ამოწმობს ამა თუ იმ კანონის კონსტიტუციორობას, დღეს ოდირი თვითონ ეუბნება ბატონ ბოკერიას, რომ მე არ ვარ ის ორგანო, რომელიც შეამოწმებს კონსტიტუციორობასა”, -აცხადებს  წულუკიანი.