ტელეკომპანია “კავკასიას” ოფისთან დღეს, 12:00 საათზე მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. სამოქალაქო აქტივისტები ტელეკომპანიისთვის ინკასოს დადებას გააპროტესტებენ.
“დავილაპარაკებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ ერთად. წინასაახალწლოდ პუტინის მეთოდებით გადაწყვიტა მიხრჩობა”-აცხადებს ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიებს “კავკასიას”, “ტვ პირველსა” და “რუსთავი 2-ს” ინკასო დაედოთ, რაც იმას ნიშნავს რომ კომპანიები ფინანსურ ოპერაციებს ვეღარ შეასრულებენ. ტელეკომპანიების “კავკასიისა” და “ტვ პირველის” მფლობელები ფინანსთა სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ მორიგ ზეწოლად აფასებენ.
3 ტელეკომპანიას “რუსთავი2-ს”, იმედსა და “მაესტროს” ფინანსური დავალიანება 55 მილიონ ლარს შეადგენს.