“ბოროტმა სულმა იმარჯვა… ნაცისტები ზეიმობენ:საქართველო აღარ არის!“–რობერტ სტურუა

“ბოროტმა სულმა იმარჯვა… ნაცისტები ზეიმობენ:
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო აღარ არის!“ – ასეთი სტატუსი დაწერა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ. მას არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა ამ სტატუსით, თუმცა ფეისბუქ მომხმარებლებმა ის 20–21 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენების გამოხმაურებად ჩათვალეს. ქართველი მომხმარებელი კომენტარებში მას ძირითადად მოღალატეს უწოდებს. სტატიას აკომენტარებენ რუსებიც.რუსულმა მედიამ კი ცალსახად ჩათვალა, რომ ეს კომენტარი თბილისში ბოლო დღეებში განვითარებულ პროცესებს ეხებოდა.