ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლისთან დაშორება საკმაოდ მძიმედ გადაიტანა. პროცესი ორი წლის წინ დაიწყო და ოფიციალურად მხოლოდ ცოტა ხნის წინ დასრულდა. გადატანილი სტრესისგან გამოსვლაში კი ახალი გატაცება დაეხმარა. მსახიობმა სკულპტორობა სცადა.
სკულპტურით ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაინტერესდა, როცა წყვილმა გაყრა გადაწყვიტა. მაშინ ლოს ანჯელესში მდებარე ცნობილი ბრიტანელი სკულპტორის, ტომას ჰაუსიგოს სტუდიაში დაიწყო სწავლა.
Us Weekly–ს ინფორმაციით, სკულპტურის გაკვეთილები პიტს ძალიან ეხმარება მარტოობის დაძლევაში, რომლის წინაშე ოჯახის დანგრევის შემდეგ აღმოჩნდა.
ანჯელინასთან დაშორების შემდეგ ის ბევრად უარესად გამოიყურებოდა, რაც მის თაყვანისმცემლებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. ბოლო დროს კი აშკარად გამოკეთდა და მოგზაურობაც დაიწყო. ცოტა ხნის წინ ვენეციაში გაემგზავრა სკულპტორთან ერთად, რომელმაც იქ თავისი გამოფენის ორგანიზება მოახდინა. იტალიაში ბრედ პიტი უცნობ ქალთან ერთად შენიშნეს, რომელსაც აშკარად ეფლირტავებოდა.