წელიწადზე ცოტა მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მეგან მარკლი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი გახდა, თუმცა მის რთულ ხასიათზე უკვე ლეგენდები დადის. ნაკლებად ცნობილი ამერიკელი მსახიობის ბრიტანეთის პრინცზე გათხოვებას ბევრი კონკიას ზღაპარს ადარებს, თუმცა კონკიას ზღაპრის მიხედვით მას ბევრად უკეთესი ხასიათი ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში ზღაპარში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ ის სასახლის პერსონალს ცუდად ექცედა. სულ ცოტა ხნის წინ მეგან მარკლს მისი ახალდაბადებული შვილის, არჩის ძიძა გაექცა.
ჰარის და მეგანის ვაჟი 6 მაისს დაიბადა და ბუნებრივია, მას ძიძა აუყვანეს. თანაც ერთი კი არა სამი. ამ დღეებში კი ცნობილი გახდა რომ ერთ–ერთმა მათგანმა სამეფო ოჯახი დატოვა მეგან მარკლის პათოლოგიური სურვილის გამო, რომ ყველაფერი აკოტროლოს. “მას უბრალოდ არ შეუძლია ვინმე არჩისთან მარტო დატოვოს, ნებისმიერ დახმარებაზე უარს ამბობს. ბავშვი სულ მეთვალყურეობის ქვეშ ყავს“ – უყვება ბრიტანულ მედიას სამეფო კართან დაახლოებული წყარო. სხვათა შორის, დადის ჭორები, რომ მეგანი ბავშვს არა მხოლოდ ძიძებს, არამედ საკუთარ დედას, დორიასაც კი არ ანდობს, რომელიც ბრიტანეთში ამერიკიდან ჩავიდა ბავშვის დაბადების მომენტისთვის, რათა შვილს დახმარებოდა. თუმცა დორია მალევე დაბრუნდა ამერიკაში.
კიდევ ვინ ვერ გაუძლო მეგანს
აპრილში სამეფო ოჯახთან თანამშრომლობის შვიდი წლის თავზე სამსახური დატოვა ოჯახის კერძო ვერტმფრენის პილოტმა, რომელიც აღშფოთებული იყო იმით, რომ მაღალკვალიფიციურ სტაჟიან სპეციალისტს მეგანის “უცნაური საკვების“ მისატანად უწევდა ფრენა, თითქოს ის 24 საათიანი სახლში საკვების მიტანის სერვისი იყო. მფრინავის უკმაყოფილების შესახებ ასევე ბრიტანულმა მედიამ დაწერა.
სამეფო ოჯახში მეგანის გამოჩენის შემდეგ ოჯახმა სრულფასოვნად იგრძნო რას ნიშნავს “კადრების გადინება“. მეგანს პირად თანაშემწეებთანაც უჭირდა წარმატებული კომუნიკაცია. მაგალითად, მელისა ტუბატმა ცოტა ხნის წინ პოსტი დატოვა. სწორედ ის ეხმარებოდა პრინცი ჰარის ცოლის მთავარი დღესასწაულის – მისივე ქორწილის ორგანიზებაში. თუმცა მელისამ ამ თანამდებობაზე სულ ექვს თვეს გაძლო. თავიდან ის ბუკინგემის სასახლეზე მუშაობდა და მხოლოდ დედოფლის თხოვნით დათანხმდა ჰარის და მეგანის მარჯვენა ხელი გამხდარიყო, თუმცა საბოლოოდ ვეღარ გაძლო და ბავშვის დაბადების შემდეგ პოსტი დატოვა. ბავშვის დაბადების შემდეგ კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა მეგანის გუნდი – პირადი მდივნის თანაშემწემ, ემი პიკერილმა. გოგონამ თქვა, რომ სხვა ქვეყანაში აპირებს ცოტა ხნით ცხოვრებას, თუმცა სანდო წყაროები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ საბაბია და სინამდვილეში მიზეზი მეგანის ხასიათია.
მეგანსაც სამეფო ოჯახის სხვა წევრების მსგავსად პირადი მცველი ყავდა. წარსულ დროში იმიტომ ვამბობთ, რომ ქალი, ვისაც ეს პოსტი ებარა და ვისი სახელიც დღემდე უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე საიდუმლოდ რჩება, მეგანთან ნახევარწლიანი მუშაობის შემდეგ პოსტიდან წავიდა. რა თქმა უნდა, მიზეზად რთული გრაფიკი ან მეგანთან უთანხმოება არ დასახელებულა, არამედ თანამშრომლის “პირადი განცხადება“. ამბობენ, რომ ჰარი და მეგანი ამ გადაწყვეტილებამ გაანაწყენა. თუმცა ალტერნატიული ვერსიაც არსებობს, რომ მეგანს დიდად არ უდარდია ქმრისგან განსხვავებით, რადგან მზად არ იყო უცხო ადამიანის მხრიდან ტოტალური კონტროლისთვის.
“სამეფო ოჯახის სხვა წევრები ბავშვობიდან მიჩვეულები არიან რომ მათ იცავენ, მეგანისთვის კი ეს ერთგვარი შემაკავებელი ფაქტორი იყო. ის ხომ მიჩვეულია, რომ როცა უნდოდა და რასაც უნდოდა იმას აკეთებდა, მათ შორის გადაადგილების თვალსაზრისით“ – ამბობს სამეფო ოჯახის ინსაიდერი. თუმცა, სამეფო ოჯახის წესებიდან გამომდინარე მეგან მარკლს ადრე თუ გვიან მოუწევს იმასთან შეგუება, რომ მას მუდმივად ვიღაც გააკონტროლებს.