ბრიტანეთის მადამ ტიუსოს მუზეუმიდან პრინცი ჰარის და მეგან მარკლის ცვილის ფიგურები გაიტანეს, ამის შესახებ ინფორმაციას the sun ავრცელებს.
მუზეუმის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება სამეფო ოჯახის წევრების განცხადებას მოჰყვა.
პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა 8 იანვარს გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ სამეფო ოჯახის პრივილეგიებს და სტატუსს ტოვებენ, ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მუშაობას აპირებენ, ცხოვრებას კი დიდ ბრიტანეთთან ერთად ჩრდილოეთ ამერიკაში გააგრძელებენ. თუმცა მათი თქმით, ისინი დედოფალს მხარს დაუჭერენ.