ბრიტანეთში კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა
დიდ ბრიტანეთში უკვე დადასტურდა კორონავირუსით დაავადების პირველი ორი შემთხვევა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას ადასტურებს, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაავადებულები ერთი ოჯახის წევრები არიან და მათ ქალაქ ნიუკასლში მკურნალობენ.
ბრიტანეთის სამედიცინო სამსახურის მეთაურმა, კრის უიტიმ განაცხადა, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ძალიან კარგად არის ამისთვის მომზადებულია და აქვს უნარი ინფექციურ დაავადებებს ებრძოლოს. მისი თქმით, ამაჟმად მუშაობენ იმის დასადგენად, ვისთან იყვნენ კონტაქტში პაციენტები, რათა ინფექციის გავრცელება აღკვეთონ.
“ჩვენ ვემზადებოდით ბრიტანეთში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოჩენისთვის. კარგად აწყობილი ინფექციური კონტროლის ზომები გვაქვს, რათა ასეთ შემთხვევებზე დაუყოვნებელი რეაგირება მოვახდინოთ.“
უიტის თქმით, ბრიტანეთი მჭიდროდ თანამშრომლობის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცისთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რათა მზად იყოს მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის.