ბრიტანეთში მდიდარი უცხოელების დაუსაბუთებელ ქონებაზე ნადირობა იწყება

ლონდონის სასამართლომ წერტილი დაუსვა აზერბაიჯანის სახელმწიფო ბანკის მმართველის ცოლის პრეცედენტულ საქმეს, რითაც მოხსნა ბოლო ბარიერი მაშტაბური ნადირობის დასაწყებად დიდ პრიტანეთს შეკედლებული კორუფციონერების და დამნაშავეების წინააღმდეგ.

ბრიტანელები უკმაყოფილოები არიან იმით, რომ ლონდონი საეჭვო წარმომავლობის კაპიტალისთვის მშვიდ სავანედ იქცა. ისინი ხელისუფლებისგან წესრიგის დამყარებას მოითხოვდნენ და რამდენიმე წლის წინ სამართალდამცავმა ორგანოებმა მიიღეს ახალი ინსტრუმენტი უძრავი ქონების შესყიდვის გზით დანაშაულებრივიად ნაშოვნი ფულის ლეგალიზაციასთან საბრძოლველად . ეს არის ორდერი, რომელიც ავალდებულებს 50 000 ფუნტზე მეტი აქტივების მქონე ადამიანს დაადასტუროს, რომ ისინი პატიოსანი გზით ნაშოვნი ფულით არის შეძენილი.

ამიერიდან კი, ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ეს ორდერი მთელი ძალით ამოქმედდება.
სამმა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის ყოფილი თავმძდომარის ცოლის, ზამირა გაჯიევას ცოლის აპელაცია, რომელიც სამშობლოში თანხების დატაცებისთვის არის გასამართლებული. სწორედ მას გამოუწერეს პირველი ორდერი 2018 წელს. მან ორდერი სასამართლოში ორჯერ გაასაჩივრა, თუმცა საბოლოოდ აპელაცია წააგო და ვერ მიღო ნებართვა ბოლო ინსტანციაში – უმაღლეს სასამართლოში დავის გასაგრძელებლად.


გაჯიევა, რომელსაც ოფიციალურად შემოსავლები არ ქონდა ლონდონში ხელგაშლილად ცხოვრობდა, რამაც ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის ნაციონალური სააგენტოს ეჭვები გამოიწვია და ის ახალი კამპანიის პირველი საქმის წამოსაწყებად იდეალურ სამიზნედ აქცია. გამომძიებლებმა ადვილად დაარწმუნეს მოსამართლე მისთვის ორდერი გამოეწერა, რომელშიც იყო მოთხოვნა ქალს დაედასტურებინა, საიდან ქონდა ლონდონის ფეშენებელურ რაიონში შეძენილი სახლის და მდიდრულ პროვინციაში მამულის შეძენის თანხები.

გაჯიევებმა სახლი ნაითსბრიჯში 2009 წელს 11.5 მილიონ ფუნტად შეიძინეს.

გაჯიევა თავს აზერბაიჯანში უსამართლო დევნის მსხვერპლად აცხადებს და ამბობს, რომ ყველაფერი საკუთარი შრომით იშოვნა. ტაბლოიდები წერენ მისი მრავალმილიონიანი ხარჯების შესახებ ფეშენებელურ მაღაზიებში და კერძო თვითმფრინავის შეძენის თაობაზე. თუმცა ამ მხრივ გამოძიებას პრეტენზიები არ აქვს. მათ მხოლოდ უძრავი ქონება აინტერესებთ.

ახლა გაჯიევას მოუწევს გამოძიებას შვიდი დღის მანძილზე აუხსნას მისი სიმდიდრის წარმომავლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში სააგენტო სასამართლოს მისი ქონების კონფისკაციის მოთხოვნით მიმართავს, შემდეგ კი მას გაყიდის. შემოსული ფული კი ბრიტანეთის ხაზინაში წავა.

თუ გაჯიევა სახსრების კანონიერ წარმომავლობას დაადასტურებს, დანაშაულთან ბრძლის ნაციონალურ სააგენტოს 60 დღე ექნება მისი ანგარიშების შესასწავლად, რის შემდეგაც გამომძიებლები გადაწყვეტენ გააგრძელონ თუ არა საქმის ძიება.

“დაუსაბუთებელი სიმდიდრის“ მფლობელს საქმის ნებისმიერი დასასრულის შემთხვევაში არაფერი ემუქრება, რადგან გაუგებარი ფულით ნაყიდი ქონება მათ დამნაშავეობას არ ადასტურებს. ეს მხოლოდ სამოქალაქო წარმოებაა და არა სისხლის სამართლებრივი დევნა, სადაც ბევრად უფრო მყარი მტკიცებულებებია საჭირო.

თუმცა თუ ხელისუფლება ჩათვლის, რომ ადამიანი, რომელმაც ორდერი მიიღო მისი აღსრულების პროცესში შეეცდება ხელისუფლება მოატყუოს, მათ შეუძლიათ სისხლის სამართლის საქმეც წამოიწყონ.

დაუსაბუთებელი ქონების ახალი რეგულირება მხოლოდ ადამიანების ორ კატეგორიას ეხება: პოლიტიკასთან დაკავშირებულ პირებს ევროპის საზღვრებს გარედან და მძიმე დანაშაულში ნებისმიერ ეჭვმიტანილს, მიუხედავად მოქალაქეობისა.

გაჯიევას ორდერი პირველი პრეცედენტია და ის 2018 წელს გამოიწერა. მალე სასამართლომდე კიდევ სამი ახალი საქმე მივა. საქმეების ფიგურანტები არ კონკრეტდება, თუმცა სააგენტოს მეთაურებმა განაცხადეს, რომ ორდერები გამოიწერება აფრიკელი, სამხრეთ აზიელი, ყოფილი საბჭოთა კავშირის წარმომადგენლების და რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ.