ბრიუს უილისის რანჩო 5.5 მილიონ დოლარად გაიყიდა

  აიდაჰოს შტატში, ჰეილის რაიონში მდებარე ბრიუს უილისის რანჩო 9 ჰექტარი ტერიტორიით ბოლოს და ბოლოს გაიყიდა. შვიდი წლის მანძილზე უძრავი ქონების ბაზარზე ის გასაყიდად რამდენჯერმე გამოჩნდა და გაქრა. ცოტა ხნის წინ კი ახალი მფლობელი იპოვა. 2011 და 2016 წლების შეფასებით უძრავი ქონების ღირებულება 15 მილიონი დოლარი იყო. მართალია საბოლოოდ ის ამ თანხის მესამედად გაიყიდა, მაგრამ ეს გარიგება ჰეილის რაიონის ისტორიაში ყველაზე მსხვილ გარიგებად სახელდება.

მსახიობის რანჩო – ეს არის 1984 წელს აშენებული 780 კვადრატული მეტრის შენობა, რომლის მოდერნიზება უილისმა 2003 წელს განახორციელა. ამჟამად სახლში ექვსი საძინებელი ოთახი, სპორტდარბაზი და კინოდარბაზია. ინტერიერი ძირითადად ნატურალური ხით არის მოპირკეთებული. კედლები და მაღალი ჭერი თეთრად არის შეღებილი. ფოტოებზე განსაკუთრებით შთამბეჭდავად გამოიყურება მასიური ხის ბოძები
.

მისაღებ ოთახში ცენტრალური ადგილი უკავია ნატურალური ქვით მოპირკეთებულ ბუხარს, რომლის უკან იატაკიდან ჭერამდე პანორამული ფანჯრებია. პირველ სართულზე მდებარეობს საძინებლები სტუმრებისთვის.


მეორე სართული მთლიანად მასპინძლის უზარმაზარ საძინებელს უკავია. რანჩოს ტერიტორიაზე მდებარეობს პატარა სასტუმრო სახლიც, ხელოვნური არხები, კლდეები, შადრევნები. ასევე დიდი აუზი და პატარა ხელოვნური ჩანჩქერი.