ოკუპანტების 49-დღიანი ტყვეობიდან ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გამოეხმაურა და მადლობა რუს მაღალჩინოსნებს გადაუხადა, რომლებმაც მისი თქმით, უკანონო პატიმრობაში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისთვის ძალისხმევა გაწიეს:
“მინდა ყველა იმ ადამიანს ვინც ძალისხმევა გამოიჩინა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაზე, მადლობა გადავუხადო და განსაკუთრებით პირადად მადლობა გადავუხადო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ბატონ რუდენკოს და ფედერაციის საბჭოს საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ კოსაჩოვს,”- განაცხადა ბურჯანაძემ