ოფთალმოლოგთან მისვლას გირჩევ – პოლონეთის ვიცე-პრემიერი ორბანს
უსაფრთხოების საკითხებში პოლონეთის ვიცე-პრემიერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს ბუჩასთან დაკავშირებული განცხადებების შემდეგ ოფთალმოლოგთან მისვლა ურჩია.
"უნდა ვაღიარო, რომ ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა. ჩემი შეფასება ცალსახაა - უარყოფითი....
ბუჩაში კადიროველები ბავშვებს თვალებს სწვავდნენ, აჭრიდნენ ორგანოებს – ომბუდსმენი
უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას თქმით, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინელი ხალხის გენოციდის შესახებ ახალ მტკიცებულებებს ყოველდღიურად იღებენ.
მისი ინფორმაციით, ბუჩაში, იაბლუნსკას ქუჩაზე "რუსებმა ნამდვილი წამების პალატა შექმნეს".
"გადარჩენილების თქმით, იქ იყო...
თქვენ ანადგურებთ თქვენი ქვეყნის მომავალს – შოლცი პუტინს
"თქვენ ანადგურებთ თქვენი ქვეყნის მომავალს",– ასე მიმართა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ვლადიმერ პუტინს. ინფორმაციას DW ავრცელებს.
კანცლერის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს აქვს იმპერიული აზროვნება, "რაც ვიცით მე-19, მე-18, მე-17 და სხვა...
რუსეთი დონბასში ვერ გაიმარჯვებს, კბილებს მოიმტვრევს – ერმაკი
"რუსეთს არ შეუძლია დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების მთელი ტერიტორიის ოკუპაცია. უკრაინის შეიარაღებული ძალები დგას, მიტომ კრემლი აგრძელებს ტერორის ტაქტიკას. მათ დაბომბეს საცხოვრებელი კორპუსები სევეროდონეცკში, მათ დახოცეს მშვიდობიანი მოსახლეობა კრამატორსკის...
ევროკავშირის წევრობის კითხვარი საქართველოს 11 აპრილს გადაეცემა
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი წერს, რომ ევროკავშირის წევრობის კითხვარი საქართველოსა და მოლდოვას ორშაბათს, 11 აპრილს გადაეცემათ.
"პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა გუშინ კითხვარი გადასცა უკრაინას. საქართველოსა...
მხოლოდ პუტინი წყვეტს, როდის დასრულდება ეს ომი – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინას სხვა არჩევანი არ აქვს გარდა ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისა, რადგან მხოლოდ მას შეუძლია ომის შეჩერება. ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანულ გამოცემა Bild-თან...
ორბანმა მტკიცებულება მოითხოვა, რომ ბუჩას ხოცვა-ჟლეტა დადგმული არ იყო – EUROPEAN PRAVDA
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში თქვა, რომ ერთ-ერთმა ევროპელმა ლიდერმა მოითხოვა მტკიცებულება, რომ ბუჩას ხოცვა-ჟლეტა დადგმული არ იყო. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნული ოფიციალური პირის ვინაობა არ დაასახელა.
Європейська правда-ს...
კრამატორსკის თავდასხმის შემდეგ სადგურებზე მგზავრთა ნაკადების დაყოფა დაიწყეს
უკრაინის სარკინიგზო ტრანსპორტის სახელმწიფო ადმინისტრაცია უკრზალიზნიცია აცხადებს, რომ გააძლიერებენ ზომებს სადგურების ირგვლივ გადატვირთულობის თავიდან ასაცილებლად და მგზავრთა ნაკადების გასაყოფად. კომპანია გადაწყვეტილება გუშინ კრამატორსკის სადგურის დაბომბვის შემდეგ მიიღო.
„სამოქალაქო ობიექტებზე, განსაკუთრებით...
რუსული სპეცრაზმის ნაწილმა მარიუპოლში ბრძოლაზე უარი თქვა – უკრაინა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, რუსული სპეცრაზმის ნაწილმა მარიუპოლში ბრძოლაზე უარი თქვა.
"რუსული სპეცრაზმის ნაწილმა, რომელსაც გამოცდილება აქვს სირიაში საომარ მოქმედებებში, სრულად თქვა უარი მარიუპოლის შტურმის შემდგომ მცდელობებში...
“მაქსიმუმ 1 წლის სიცოცხლე და მტანჯველი სიკვდილი ელით“–უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი ჩერნობილში დასხივებულ რუს ჯარისკაცებზე
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი ამბობს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ჩერნობილში რადიაციის მაღალი დოზა მიიღეს, ამიტომაც მათ სხივური დაავადება და მტანჯველი სიკვდილი ელით. ასევე რადიაციით დასხივებულია დაახლოებით 10 ათასი ერთეული ტექნიკა.
ჯარისკაცები, რომლებიც...















