18.00-ზე ყველა პარლამენტთან – ყველა უნდა დაისაჯოს, გინდ პიჯაკი ეცვას, გინდ ანაფორა – ჯაფარიძე
18.00 საათზე ყველა პარლამენტთან
ჟურნალისტზე, ოპერატორზე, ახალგაზრდაზე, ქალზე და ზოგადად ადამიანზე ქუჩაში ჯოგურად ძალადობა რომ არ მოსულა - მაგაზე უნდა შევთანხმდეთ
ვინც ასეთ რამეს ჩადის და ვინც ამას აორგანიზებს ძალაუფლების შენარჩუნების...
“ქართული ოცნება” უმრავლესობის სხდომას მართავს
"ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დაიწყო. დეპუტატები მედიასთან არ გამოჩენილან.
ისინი სავარაუდოდ ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ამას თუ გაატარებს ქვეყანა, ვერასდროს შევდგებით სახელმწიფოდ – ხიდაშელი
"ამას თუ გაატარებს ქვეყანა, აპატიებს და აბა ის 9 წელი ჯობდაო იკითხავს, არც საზოგადოება ვიქნებით და ვერც სახელმწიფოდ შევდგებით ვერასდროს.
ვინც კურთხევა მისცა, ვინც წააქეზა, ვინც ფსევდო ტრადიციებს ამოფარებული გულშემატკივრობდა...
ეს ასე არ უნდა დამთავრდეს – ზურაბიშვილი ოპერატორის გარდაცვალებაზე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლექსო ლაშქარავას ოჯახში მივიდა. მისი თქმით, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს.
"არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა დედისთვის, ვინც ამ დღეშია. მე საავადმყოფოში ვინახულე თავის დროზე და მართლა...
კომუნისტების მოსვლის დროს ცოტა იყო მსხვერპლი? – მეუფე სტეფანე ოპერატორზე
ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალების გამო. მისი თქმით, ოჯახს უსამძირებს, თუმცა ისინი არაფერში უნდა დაადანაშაულონ.
მისივე თქმით, მათ არა ადამიანების დახოცვა, არამედ "სამშობლოს დაცვა"...
მაღალპროფესიონალური დახმარება გაეწია – კლინიკის დირექტორი ოპერატორზე
კლინიკა ნეო ჰოსპიტალის დირექტორი, გიორგი რამიშვილი ამბობს, რომ ტვ პირველის ჟურნალისტის, ლექსო ლაშქარავას გაწერის დროს მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.
"პაციენტის მდგომარეობა გაწერის დროს იყო დამაკმაყოფილებელი. მას მიეცა რეკომენდაციები. სტანდარტების მიხედვით ჩაუტარდა...
დადგეს გომელაურის და ღარიბაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობა – ეთიკის ქარტია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმიაენება ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალებას და აცხადებს, რომ 5 ივლისს ხელისუფლებამ არ მიიღო სათანადო ზომები ძალადობის აღსაკვეთად და რიგ შემთხვევებში მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების განცხადებებმა...
გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო – ღარიბაშვილი
პრემიერი ღარიბაშვილი, რომელმაც 5 ივლისს ძალადობა წაახალისა, ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალებას ეხმიანება და მწუხარებას გამოთქვამს.
"უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ეს არის წარმოუდგენელი ტრაგედია. ამ მძიმე წუთებში თანადგომას...
წახალისებული, მიზანმიმართული ძალადობის მსხვერპლი – ომბუდსმენი ლაშქარავაზე
"ეს ბიჭი, ოპერატორი გარდაიცვალა, 5 ივლისის ორგანიზებული, წახალისებული, მიზანმიმართული ძალადობის მსხვერპლი... ვიზიარებ ოჯახის, ახლობლების, კოლეგების მწუხარებას..."
ასე ეხმიანება სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას.
მნიშვნელოვანია, ყველა კითხვას დროულად გაეცეს პასუხი – გახარია ლაშქარავას გარდაცვალებაზე
"მთელი გულით ვიზიარებ ტკივილს, ვუსამძიმრებ ლექსო ლაშქარავას ოჯახს და ტელეკომპანია პირველს.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა კითხვას დროულად გაეცეს პასუხი"
წერს ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია. დღეს გარდაიცვალა ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა,...















