პარასკევი, 20 სექტემბერი , 2024, 11:05

სლაიდერი

ავტოსარემონტო კომპანიები მუშაობას ხვალიდან განაახლებენ

ხვალიდან, 5 მაისიდან, ავტოსარემონტო კომპანიები მუშაობას განაახლებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ლოგისტიკური ბიზნესისთვის, ასევე გადაზიდვებისთვის. „მინდა გითხრათ, რომ ხვალიდან ასევე ნებადართული იქნება...

ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები ხვალიდან მოიხსნება

ხვალიდან, 5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე შეზღუდვები დარჩება თბილისსა და რუსთავში გადაადგილებაზე, თუმცა პრემიერმა...

თენგიზ ცერცვაძე პრეპარატ რემდესივირთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების  „რემდესივირით“ მკურნალობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ა.წ. 1 მაისის გადაწყვეტილებით აშშ FDA-მ მძიმედ მიმდინარე COVID-19-ით ჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ, კლინიკურ კვლევებში მყოფი მედიკამენტებიდან რეკომენდაცია მისცა მედიკამენტ რემდესივირის (Remdesivir) გამოყენებას. ანალოგიური...

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვართან მიწისძვრა მოხდა

აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 2 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, მიწისძვრა თბილისის დროით 4 მაისს, 00:04 საათზე დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ ეპიცენტრში 4,4 მაგნიტუდა შეადგინა

საპარლამენტო უმრავლესობა საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე მუშაობის განახლებას არ აპირებს

საპარლამენტო უმრავლესობა უარს ამბობს ოპოზიციის მოთხვონაზე და საგანგებო ორგანიზაციის დასრულებამდე საპარლამენტო საქმიანობის განახლების საჭიროებას ვერ ხედავს. პარლამენტი 22 მაისამდე მუშაობას არ განაახლებს. დეპუტატები მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში შეიკრიბებიან.  უმრავლესობაში...

ხულოში ტრაქტორი ხევში გადავარდა, გარდაიცვალა მძღოლი

ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრაქტორის მძღოლი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ტექნიკა ხულოს ცენტრალურ გზაზე გადაადგილდებოდა, როდესაც ხევში გადავარდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ადგილზე მისვლისას მძღოლი დაღუპული დახვდა. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის...

20-მდე ტელევიზიამ აჭარის ტვ-ს ჟურნალისტების მხარდასაჭერად ეთერი 1 წუთით გათიშა

დღეს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, 20-მდე მეტი ეროვნულმა და რეგიონულმა მაუწყებელმა 19:00 საათზე ერთი წუთით ეთერი გათიშა. მაუწყებლების ეკრანებზე გამოჩნდა წარწერა “სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს”. სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ მაუწყებლები:TV პირველმა,...

ლუკაშენკო კორონავირუსის მიუხედავად 9 მაისის აღლუმის გაუქმებას არ აპირებს

ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო კორონავირუსის პანდემიის გამო 9 მაისის სამხედრო აღლუმის გაუქმებას არ აპირებს. ლუკაშენკო მსოფლიოს იმ მცირერიცხოვან ლიდერთა შორის არის, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს არაფრად აგდებს, არ...

“ეპიდემიოლოგებმა თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი და ეთნიკურ/რელიგიურ ნიადაგზე შეუწყნარებლობის მაპროვოცირებელი განცხადებებისგან“–ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი ბოლნისში მომხდარ ინციდენტზე განცხადებას აკეთებს და ხელისუფლებას და ეპიდემიოლოგებს მოუწოდებს თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი და ეთნიკურ/რელიგიურ ნიადაგზე შეუწყნარებლობის მაპროვოცირებელი განცხადებების გავრცელებისგან. გთავაზობთ განცხადებას სრულად: “განცხადება მუსლიმი სასულიერო პირების...

საქართველოში კორონავირუსით მე-9 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემები რამდენიმე წუთის წინ stopcov.ge-ზე განახლდა. საქართველოში კორონავირუსით სულ 9 ადამიანი გარდაიცვალა. 3 მაისის მონაცემებით, ინფიცირების 598 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 215 ადამიანი გამოჯანმრთელდა.