ხვალიდან 3 ღამის განმავლობაში, ჭავჭავაძის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში იმოძრავებს
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხვალიდან სამი ღამის განმავლობაში (00:30-04:00 საათამდე), ჭავჭავაძის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში იმოძრავებს.
როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პარალელურად, მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც დახაზვითი სამუშაოები მთლიანად დასრულდება, ჭავჭავაძის...
პოლიციელს, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში, ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს ავტომანქანით დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
პოლიციელ ლადო ფრიდონაშვილს, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში, ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს ავტომანქანით დაეჯახა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.
ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, სოფელ არაგვისპირთან მოხდა, რის შედეგად...
სტადიონებზე გულშემატკივრები 2 სკამის გამოტოვებით განთავსდებიან
სპორტულ ღონისძიებებზე დამსწრეები სტადიონებზე 2 სკამის გამოტოვებით განთავსდებიან. აღნიშნულს ახალი პროტოკოლი ითვალისწინებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო შეიმუშავა.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ქეთევან დარცმელიამ განაცხადა, რომ ღია სივრცეში...
YouTube-მა კრემლის მხარდამჭერი ალექსანდრ დუგინის ანგარიში დაბლოკა
Youtube-მა რუსული ტელევიზია "ცარგრად ტივისა" და მისი ყოფილი მთავარი რედაქტორის, ალექსანდრ დუგინის ანგარიშები დაბლოკა - მიზეზი სავაჭრო რეგულაციების დარღვევაა.დაბლოკვამდე ტელევიზიის YouTube არხს მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა. Google-მა ის სამუდამოდ გააუქმა.
დუგინი...
სვანეთში დაკარგული 13 წლის ილია ფილფანის ოჯახი მოსახლეობას დახმარებას სთხოვს
სვანეთში დაკარგულ 13 წლის ილია ფილფანს უკვე მე-12 დღეა ეძებენ. მოზარდი სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ უკან არ დაბრუნებულა. სამძებრო სამუშაოებში 80-მდე მაშველი და დრონია ჩართული.
მოზარდს...
საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1155 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 2 პაციენტი - სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა...
თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის პაროლი მოხსნილია. ექსპერტიზის ბიურომ ინფორმაციის კოპირება დაიწყო
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დატოვა, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნის პროცედურას ესწრებოდა.
როგორც რამიშვილმა ჟურნალისტებს სამხარაულის ბიუროდან გამოსვლის შემდეგ უთხრა, ბიუროში მისვლის დროს, მას კომპიუტერის...
სოფელ მაწევანში მცხოვრები გოგო ყვება, რომ ბაჩალიაშვილი დაკარგვიდან მეორე დღეს ნახა
ტელეკომპანია ფორმულას ეთერში, გადაცემას პოლიტმეტრთან ინტერვიუში, სოფელი მაწევანის მცხოვრები ეკატერინე ელბაქიძე ამტკიცებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი დაკარგვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მეორე დღეს ნახა.
"როდესაც გამოაცხადეს დაიკარგაო, მეორე დღესვე შევნიშნეთ, რომ...
მირიან ნიკოლაძემ ის ბილიკი ჩაირბინა, რომელზეც სავარაუდოდ შაქარაშვილს მისდევდნენ (ვიდეო)
გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ ის ბილიკი ჩაირბინა, რომელზეც სავარაუდოდ შაქარაშვილს მდევრები მისდევნდნენ. ვიდეოში ნიკოლაძე ამბობს, რომ ამ ექსპერიმენტის მიზანია, დაადგინოს, "რა შესაძლებლობები არსებობს", შეიძლება ფიზიკურად თუ არა.
https://www.facebook.com/nino.shakarashvili/videos/3112838545417806/
ბილიკის...
დედოფლისწყაროში დაკარგული მეორე მოზარდიც თბილისში იპოვეს
პოლიციამ დედოფლისწყაროდან დაკარგული ორივე არასრულწლოვანი იპოვა. ერთი მათგანი მათ ლილოში რამდენიმე საათის წინ იპოვა, მეორე კი - ისანში. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.
ახალგაზრდები ერთმანეთის მეზობლები არიან და სახლიდან გუშინ, 27...















