შაბათი, 4 მაისი , 2024, 14:57

სპორტი

დიეგო მარადონა გარდაიცვალა

60 წლის ასაკში ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. 4 ნოემბერს მას თავის ტვინის მძიმე ოპერაცია გაუკეთდა, რის გამოც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

ქალთა საფეხბურთო კლუბი “ლანჩხუთი” ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა

ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში "ლანჩხუთი" რუმინულ "ოლიმპია კლუჟს" ესტუმრა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. გოლი 68-ე წუთზე ხატია ჭყონიამ გაიტანა. თამაში რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში გაიმართა. შესარჩევი რაუნდის...

საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებებს შორის შეხვედრა 0:0 დასრულდა

ერთა ლიგის ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებებს შორის ანგარიშით 0:0 დასრულდა. ეროვნული ნაკლები წელს შეხვედრებს აღარ გამართავს. შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა თანამდებობა დატოვა. საქართველოს...

საქართველოს ეროვნული ნაკრები “დინამო არენაზე” დღეს სომხეთს შეხვდება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები C დივიზიონის მორიგ შეხვედრაში დღეს სომხეთს დაუპირისპირდება. დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს გუნდს, დისკვალიფიკაციის გამო, მურთაზ დაუშვილი და გიორგი ქვილითაია არ ეყოლება. საქართველო - სომხეთის შეხვედრა მაყურებლის გარეშე დინამოზე...

“ბოდიში მინდა მოვიხადო“–ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს

ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროპირველობის ფინალში 0:1 დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრებს მისი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი ტოვებს.ამის შესახებ ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციამ "ტვიტერით" გაავრცელა. "ჩემი სამუშაო დასრულებულია. ჩემი დრო ამოიწურა. მადლობა ქართველ გულშემატკივრებს, ფეხბურთელებსა...

ნაკრების ფეხბურთელებს ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას COVID-19 დაუდასტურდათ

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს - ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდათ. ისინი იზოლაციაში იმყოფებიან და მომდევნო დღეებში, სამედიცინო ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩების წინ, პროტოკოლის მიხდვით,...

კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსი დაუდასტურდა

პორტუგალიის ნაკრების და “იუვენტუსის“ თავდამსხმელს, კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსი აქვს. ამის შესახებ პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა. 35 წლის ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს, სიმპტომები არ აქვს და იოლაციაში იმყოფება – ნათქვამია განცხადებაში. პორტუგალიის...

კრიშტიანო რონალდოს კორონავირუსი დაუდგინდა

საფრანგეთთან ჩატარებული მატჩების შემდეგ, კრიშტიანო რონალდოს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის საიტი წერს. რონალდო ერთა ლიგაზე პორტუგალია-შვედეთთან მატჩს გამოტოვებს. ფეხბურთელს სიმპტომები არ აღენიშნება და ამჟამად ის კარანტინშია მოთავსებული. კორონავირუსზე...

საქართველო-ბელარუსის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალური მატჩი საქართველოსა და ბელარუსს შორის უმაყურებლოდ ჩატარდება. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. "5 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა...

შოთა არველაძე კორონავირუსისგან განიკურნა

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ტაშკენტის ფახთაქორის მთავარი მწვრთნელი, შოთა არველაძე კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ არველაძემ ცოტა ხნის წინ ფეისბუქ გვერდზე დაწერა. “ბოლო ტესტის პასუხი უარყოფითია. კორონავირუსი დამარცხებულია. მადლობა ყველას,...