კვირა, 24 ნოემბერი , 2024, 10:10

ბიზნესი / ეკონომიკა

ჩამოვიტანთ მაღალი ხარისხის ვაქცინას, რომელსაც ხალხს ვაჩუქებთ – გიორგი ჩალაძე

"ჩამოვიტანთ მაღალი ხარისხის ვაქცინას, რომელსაც ხალხს ვაჩუქებთ" - „გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის“  ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე „მთავარი არხის“ ეთერში აცხადებს, რომ  რომ მისი კომპანია საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მაღალი ხარისხის ვაქცინას შემოიტანს...

2021 წელს მაგთიკომი განათლების მხარდამჭერი ახალი პროექტით იწყებს

მაგთიკომი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, ახალ სოციალურ პროექტს იწყებს - ქვეყნის ყველა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები მაგთის 20 გიგაბაიტიან მობილურ ინტერნეტპაკეტს შეღავათიან...

Fitch-მა თიბისი ლიზინგს ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი შეუნარჩუნა

გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ - Fitch Ratings თიბისი ლიზინგს ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი „BB-„ შეუნარჩუნა. გამოწვევებით სავსე წლის შემდეგ საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება კომპანიის სიჯანსაღესა და ფინანსურ მდგრადობაზე მეტყველებს, რაც კრედიტორებისა და...

თიბისი ბიზნესკლუბის წევრებისთვის ბიზნესსაუბრების პროექტს იწყებს

თიბისის ბიზნესკლუბის წევრებისთვის ბიზნესსაუბრების პროექტი იწყება. საუბრების პრემიერა 15 იანვარს, 11:00 საათზე, თიბისი ბიზნესისთვის ფეისბუქის გვერდზე გაიმართება. პირველი ვიდეოსერიის სტუმრები „ტერმინალის“ დამფუძნებელი  - ჯინო დოლინი, „ჟუჟუნა ღვინოს“ თანადამფუძნებელი -  ვასკა ჩუბინიძე და „CONSULTIS“-ის დირექტორი -  ვატო ნამორაძე არიან. მოწვეულ სპიკერებს მოდერაციას და მასპინძლობას ჯონ უერდმანი, ამერიკელი მეღვინე გაუწევს, რომელიც 20-ზე წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს და კახეთში მევენახეობას ეწევა. ბიზნესსაუბარი შეეხება შემდეგ თემებს: რა სირთულეები შეექმნა ბიზნესს პანდემიის პერიოდში, პოსტკოვიდური მომავალი ბიზნესისთვის, ციფრული ტრანსფორმაცია, თანამშრომლების დისტანციურ მუშაობაზე გადაყვანა, ლოიალური მომხმარებლის შენარჩუნება და ზოგადად, ცვლილებები სამყაროში კოვიდის შემდეგ. თიბისი ბიზნესკლუბი დაარსების დღიდან ზრუნავს კლუბის წევრების სოციალიზაციაზე, მათი ბიზნესსაქმიანობის მხარდაჭერასა და  განვითარებაზე. ასევე, უზრუნველყოფს კლუბის წევრების ინფორმირებულობას, ცოდნის გაღრმავებას სხვადასხვა საკითხზე, დაკავშირებას პოტენციურ პარტნიორებთან და მომხმარებელთან. ბიზნესკლუბმა თავის წევრებს  უკვე შესთავაზა სხვადასხვა სახის სარგებელი მომსახურებებსა თუ პროდუქტებზე. უახლოს მომავალში, კლუბის წევრებისთვის ინდივიდუალური კონსულტაციები, განახლებული კურსები, Q&A სესიები...

გახდი თიბისის მომხმარებელი 90 წამში, მობაილ ან ინტერნეტბანკიდან

აქ.ახლა - ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, თიბისის მომხმარებელი ძალიან მარტივად, 90 წამში გახდეს და ამისათვის მას ფილიალში ვიზიტი და დამატებითი პროცედურების გავლა არ დასჭირდება. ინოვაციური სიახლე თიბისიმ მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად...

კავკასიის უნივერსიტეტსა და თიბისის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თანამშრომლობა გულისხმობს, თიბისის მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების ცოდნის გაღრმავებასა და მათ ჩართულობას თიბისის როგორც საგანმანათლებლო-შემეცნებით, ასევე კულტურულ პროექტებსა და ღონისძიებებში, საჯარო ლექციებში, სემინარებსა და ვორქშოპებში. წარმატებული სტუდენტები და კურსდამთავრებულები თიბისის დასაქმების,...

ბიტკოინის კურსმა 33 000$-ს გადააჭარბა და კვლავ იზრდება

ბიტკოინის კურსმა გუშინ დღის განმავლობაში რამდენჯერმე განაახლა მისივე ისტორიული რეკორდი. 2 იანვარს პირველად ისტორიაში ბიტკოინის ფასმა ჯერ 30 ათას დოლარს, შემდეგ კი 33 ათას დოლარს გადააჭარბა და კვლავ განაგრძობს...

თიბისი კაპიტალმა კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქციის – FMCG სექტორის მიმოხილვა წარადგინა

თიბისი კაპიტალმა კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქციის - FMCG სექტორის შესახებ მიმოხილვა წარადგინა, რომლის მიზანია კომპანიებისთვის და პოტენციური ინვესტორებისთვის სექტორის მიმდინარე მდგომარეობისა და განვითარების პოტენციალის გაცნობა. კვლევის მიხედვით, ორგანიზებული ბაზარი პანდემიის პირობებში ზრდას განაგრძობს და მოსალოდნელია ორგანიზებული მოთამაშეების ბაზრის წილისა და კონკურენციის ზრდის პირობებში, 2019 წლის დონე შეინარჩუნოს. ორგანიზებულ ბაზარზე საშუალო ზომის მოთამაშეების წილი გაიზარდა, რაც ახალი მაღაზიების გახსნით არის განპირობებული. ამასთანავე, ორგანიზებული ბაზარი თბილისიდან რეგიონებისკენ ფართოვდება, თუმცა ზოგიერთი დიდი რეგიონი კვლავ აუთვისებელი რჩება. ბაზრის გრძელვადიანი ტენდენციები FMCG დანახარჯებისა და ორგანიზებული ბაზრის წილის ზრდაზე მიანიშნებს. 2020 წელს უნაღდო დანახარჯების როლი აღნიშნულ ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. კვლევის თანახმად,...

„თიბისელები შენთვის“ – თიბისელების საახალწლო საჩუქარი სოციალურად დაუცველ ოჯახებს

წელს, თიბისელებმა ტრადიციულ საახალწლო საჩუქრებზე უარი თქვეს და გადაწყვიტეს იმ  ადამიანებს დახმარებოდნენ, რომლებსაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა. თიბისიმ, იდეისთვის - „თიბისელები შენთვის“, 300 ოჯახის დასახმარებლად, 300 000 ლარი...

თიბისი დაზღვევა 2020 წლის შედეგებს აჯამებს

თიბისი დაზღვევა 2020 წლის გამოწვევებს სადაზღვევო სექტორში პოზიციების გამყარებითა და წლის შემაჯამებელი წარმატებული შედეგებით პასუხობს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეეხო როგორც მცირე და საშუალო, ასევე დიდ ბიზნესებს, სწორი...