„ნიკოლი“ მომხმარებელს ტანსაცმლის ახალ კოლექციას სთავაზობს
ბავშვის ტანსაცმლის ადგილობრივი წარმოება კომპანიამ “ნიკოლი” 2017 წლიდან
დაიწყო. „ნიკოლი“ ერთიდან ათ წლამდე ბავშვებისთვის წელიწადში რამდენიმე
კოლექციას ქმნის, რომლის ნახვა და შეძენა ონლაინაც არის შესაძლებელი და
ბრენდის მაღაზიებშიც.
კომპანიამ პანდემიის პერიოდში თიბისის მხარდაჭერით...
კინო მუზეუმში – “უარყოფითი რიცხვები”
13-18 ოქტომბერს, 21:00 საათზე, თიბისისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით, სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის ეზოში, უტა ბერიას სადებიუტო ფილმის – „უარყოფითი რიცხვების“ ჩვენებები ჩატარდება.
ფილმის მსოფლიო პრემიერა საფრანგეთში, არასის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. საქართველოში ფართო აუდიტორიამ ის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2019 წელს იხილა. ფესტივალზე ”უარყოფით რიცხვებს“ ორი ჯილდო ერგო: ჟიურის სპეციალური აღნიშვნა და ევროკავშირის წარმომადგენლობის პრიზი - „ადამიანთა უფლებები კინოში“.
”უარყოფითი რიცხვები“ რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ფილმია. სიუჟეტი არასრულწლოვან ვაჟთა დაწესეულებაში ვითარდება, სადაც რაგბის ვარჯიშები ინიშნება და პატიმრებში როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური გაჯანსაღება იწყება. ფილმის მთავარ გმირ ნიკას, მოპოვებულ ავტორიტეტსა და შინაგან თავისუფლებას შორის არჩევანის გაკეთება უწევს.
ჩვენებებს, რეგულაციების სრული დაცვით, ყოველდღიურად მხოლოდ 150 ადამიანი დაესწრება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ: tkt.ge
აქ. ახლა, გამოიწერე ნაკრები
თიბისი სრულიად ახალ, გამოწერის ბიზნესმოდელზე გადავიდა და მომხმარებელს შესაძლებლობა მისცა, ყოველდღიურ საჭიროებებზე მორგებული, საბანკო სერვისების და პროდუქტების სამი ტიპის ნაკრებიდან, მისთვის სასურველი აირჩიოს.
გამოწერის ბიზნესმოდელის დანერგვასთან ერთად, თიბისიმ განახლებული დიზაინის, ვერტიკალური ვიზა...
აქ.ახლა – თიბისი კონცეპტის სივრცე მარჯანიშვილის 7-ში
აქ, ახლა მარჯანიშვილის 7-ში, თიბისი კონცეპტის სივრცე მზად არის მომხმარებლებისა და სტუმრების მასპინძლობისათვის.
მულტიფუნქციური სივრცე თიბისის განახლებული, პერსონალური საბანკო მომსახურების კონცეფციის ნაწილია და ის მომხმარებელს სრულიად ახლებურ და განსხვავებულ მიდგომას სთავაზობს. აქ მოსული სტუმრებისთვის ერთ...
ორი ამბავი კორონაკრიზისზე: საქმე უკეთ არის, ვიდრე ეგონათ, თუმცა უარესად, ვიდრე იმედოვნებდნენ
კორონავირუსმა მსოფლიო ეკონომიკას უდიდესი დარტყმა მიაყენა, თუმცა დაავადება არც ისეთი მძიმე აღმოჩნდა, როგორც პანდემიის პიკზე ეგონათ – აცხადებენ ეკონომისტები და მასობრივად იწყებენ პროგნოზების გაუმჯობესებას. თუმცა გვაფრთხილებენ, რომ სიხარული ნაადრევია,...
თიბისი გამოწერის ინოვაციურ მოდელზე გადადის
თიბისი სრულიად ახალ, ბანკი გამოწერით მოდელზე გადადის. დღეიდან, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, გამოიწეროს მის საჭიროებებზე მორგებული, სამი ტიპის ნაკრებიდან - ნაკრები 2₾, ნაკრები 5₾ და ნაკრები 10₾ ერთ-ერთი. თითოეული ნაკრები პირველადი, ხშირად მოხმარებადი და...
სოფელ კუმისში თიბისი მხარდაჭერით რძის საწარმო აშენდა
გარდაბნის რაიონის სოფელ კუმისში ფერმერმა ჯემალ ფალავანდიშვილმა რძის
გადამამუშავებელი საწარმო ააშენა. თიბისის მხარდაჭერით მშენებლობა პანდემიის
პერიოდში დაიწყო, ფერმერი საწარმოს გახსნას ნოემბერში გეგმავს.
თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით საწარმოში 5 ტონამდე რძე გადამუშავდება
და პირველ ეტაპზე...
მერაბ ნინიძე და ნესტან-ნენე კვინიკაძე – აქ.ახლა, პროფესია – ხელოვანი
თიბისის Live-სესიები - აქ.ახლა - გრძელდება.
8 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს მსახიობ მერაბ ნინიძის სესიას თიბისის Facebook გვერდის დახმარებით.
ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება. მისი მოდერატორი მწერალი - ნესტან-ნენე კვინიკაძე იქნება.
სესიის - „აქ.ახლა, პროფესია - ხელოვანი“ ფარგლებში, მსახიობი თავისი პროფესიის თავისებურებებზე და მისთვის აუცილებელ თვისებებზე, განვლილ შემოქმედებით გზაზე და თანამედროვე სამყაროში მსახიობის წინაშე...
თიბისი შენთვის – 100 ციფრული სტრატეგია 100 ბიზნესისთვის
დღეს ბიზნესისთვის ციფრული სივრცე ერთ-ერთი მთავარი სამოქმედო არეალი გახდა,
რომელიც დიდწილად განსაზღვრავს მომხმარებლების რაოდენობის ზრდას, მათ
ლოიალობას და, ზოგადად, ბიზნეს ამოცანების შესრულებას.
ციფრული ტრანსფორმაცია ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევაა მსოფლიოს მასშტაბით.
2019 წლის მონაცემებით კომპანიების...
თიბისის პროექტის – „სტარტაპ დეკრეტის“ გამარჯვებული გუნდის ვინაობა ცნობილია
თიბისის მიერ თანამშრომლებისთვის წამოწყებული პროექტის, „სტარტაპ დეკრეტის“ მეორე ტალღის გამარჯვებული გუნდი, „იდეა კურსი“ გახდა. ჟიურის გადაწყვეტილებით, ფინალში გასული 5 გუნდიდან საუკეთესო სტარტაპ-იდეის ავტორები თიბისელები - მარიამ აბულაძე, მარიშა გოგოლაური და...