“საქართველოში შესვლაზე უარის მრავალი ფაქტია – გაითვალისწინეთ..”-პოლონეთის საელჩო მოქალაქეებს
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს, ვისაც საქართველოში გამგზავრება სურს, აფრთხილებს და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს.
"უცხოელებისთვის საქართველოში შესვლაზე, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის უარის თქმის მრავალი შემთხვევის გამო, გთხოვთ, გაითვალისწინოთ,...
ალექსანდრე მუხაძეს, იგივე ქილერას, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – პროკურატურა
პროკურატურის ინფორმაციით, პატიმრის წამების ფაქტზე ბრალდებულ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს, მეტსახელად ქილერას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2011 წლის მაისში,...
ჩვენ დავამტკიცეთ შავი ზღვის ახალი სტრატეგია, EU-სთვის უდიდესი მნიშვნელობის რეგიონისთვის – კალასი
დღეს ჩვენ დავამტკიცეთ შავი ზღვის ახალი სტრატეგია, ევროკავშირისთვის უდიდესი მნიშვნელობის რეგიონისთვის.
ჩვენ ვაძლიერებთ მუშაობას უსაფრთხოების საკითხებზე შემდეგი მიმართულებით:
საზღვაო უსაფრთხოების ახალი ცენტრი;
სამხედრო მობილობის გაუმჯობესება;
ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის გაძლიერება"
ამბობს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი,...
გვეუბნება, ჩემი ფულის პრობლემის გამო არ შევხვდები ამერიკის ელჩს და არ მოვაგვარებ კრიზისს – ბოკერია ივანიშვილზე
„ჩვენ მოვისმინეთ ივანიშვილისგან მორიგი უტიფარი აღიარება, საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატის. კაცი გვეუბნება, რომ ჩემი ფულის პრობლემის გამო არ შევხვდები ამერიკის ელჩს და არ მოვაგვარებ კრიზისს, რომელიც შექმნილია ჩვენი ქვეყნის...
საბურთალოზე კაცი დაჭრეს
საბურთალოზე, ოთარ ჭილაძის ქუჩაზე კაცი დაჭრეს. თვითმხილველების ცნობით, დაზარალებული შუახნის მამაკაცია, რომელსაც დამნაშავემ ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობები და ადგილიდან მიიმალა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, რომელმაც დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანა.
შინაგან...
უკრაინასთან მოლაპარაკებებზე საქართველოს როგორ განვიხილავთ? – პესკოვი
"ახლა ბევრ რაღაცას ფიქრობენ. ხშირად ამის დიდი ნაწილი აბსოლუტურად მცდარი, ან ფეიკი, ან ცხადი ტყუილია. ამ ყველაფერთან ძალიან ფრთხილი მიდგომაა საჭირო, იმ გაგებით, რომ მიმდინარეობს პოზიციების, მიდგომების გაცვლა.როგორ შევძლებთ...
გერმანია უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების წარმოებას დააფინანსებს
გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების წარმოებას გერმანია დააფინანსებს. მან ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სამხედრო...
ივანიშვილი იმ ადამიანებს კარგავს, რომელიც მისთვის ყველაზე ახლო იყვნენ. რჩება კობახიძის ანაბარა – ზურაბიშვილი
„ჩვენ კიდევ უფრო ნათლად ჩამოშლის, რყევების პროცესს ვხედავთ. პრაქტიკულად, დღე არ გადის ისე, რომ ახალი ნიშანი იმის, რომ ის პირველი წრე იშლება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ მას აქამდე...
“როგორც იმ ქვეყნიდან მობრუნებული არავის უნახავს, ასევე არავის უნახავს მაგნიტსკის სიიდან ამოღებული” – რომან გოცირიძე გომელაურზე
მაგნიტსკის სიაში მყოფი პირი მინისტრად რომ ვერ დარჩებოდა ისეთ ხელისუფლებაშიაც კი, როგორიც ეს რუსული რეჟიმია, ყველასათვის ნათელი იყო.
დასავლეთის კარები და საფინანსო მომსახურება სიცოცხლის ბოლომდე რომ ჩაეკეტა, ესეც ნათელია. როგორც...
ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, რატომ თქვა უარი აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე
ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტავს, რატომ თქვა უარი საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე.
„დღეს გავრცელდა საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მე 22 მაისს უარი განვაცხადე...