შაბათი, 23 ნოემბერი , 2024, 16:14

ციტატა

”ეს არჩევნები არის ნაყიდი, ეს ყველაფერი საბჭოთა სისტემას უფრო ჰგავს” – გონჩარენკო

"ვნახე, რა ხდებოდა  რეგიონებში და ვთვლი, რომ ამას არ შეიძლება დაერქვას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. გარდა ამისა, როდესაც ვხედავთ, რომ ზოგიერთ უბანზე ქართულმა ოცნებამ 94% აიღო, მხოლოდ ერთი შეკითხვა...

”საქართველოში ჩატარდა გაყალბებული არჩევნები…სანქციები და ძლიერი მხარდაჭერა ახლავე!” – კინზინგერი

"როგორც ჩანს, საქართველოში ჩატარდა გაყალბებული არჩევნები ხმების აშკარა გაყალბებით. დასავლეთს აქვს შანსი დაიცვას თავი, ან წააგოს კიდევ ერთი  ქვეყანა რუსეთთან. სანქციები და ძლიერი მხარდაჭერა ახლავე!" წერს ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი საქართველოში...

უახლოეს მომავალში დაიწყება ურთიერთობის გადატვირთვა დასავლეთთან – კობახიძე

დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში დაიწყება ურთიერთობების გადატვირთვა და ეს არჩევნები ამისთვის ქმნის ძალიან კარგ საფუძველს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს. ამისთის ვიყავით და ვართ მზად, დანარჩენი არის კონსულტაციების,...

“ამ მოპარული, შედეგის აღიარებას არ ვაპირებთ… ვიბრძოლებთ, როგორც არასდროს!” – ენმ

"ამ მოპარული, მიტაცებული შედეგის აღიარებას არ ვაპირებთ... ჩვენ ვიბრძოლებთ, როგორც არასდროს, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაბრუნებლად", - განაცხადა ამის შესახებ,  ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. "ეს აჩვენა მათ შორის საერთაშორისო...

“მაგრად დადექი, საქართველო” – ადამ კინზინგერი

"მაგრად დადექი, საქართველო" ასე ეხმაურება აშშ-ს კონგრესის ყოფილი წევრი რესპუბლიკური პარტიიდან, ადამ კინზინგერი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებსა და ეგზიტპოლების შედეგებს.

უნდა აღსრულდეს ხალხის ნება, ივანიშვილმა ხელისუფლება ხალხს უნდა გადააბაროს – ნიკა მელია

ყველამ ერთად ბევრი ვიბრძოლეთ, ყველამ ერთად - განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, ათასობით ამომრჩეველი დღეს საარჩევნო ურნებთან მივიდა და ხმა მისცა არამხოლოდ კონკრეტულ ჯგუფებს, არამედ, პირველ რიგში, ხმა მისცა ცვლილებას. დღევანდელმა...

ეგზიტპოლი, ეგზიტპოლია. დავანებოთ თავი ზეიმს, ვკონცენტრირდეთ ხმების დაცვაზე! ოცნება” ეცდება მიგვიყვანოს გორბის ვირტუალურ რეალობამდე – გახარია

''ხშირად გვქონია შემთხვევა გვიზეიმი და დილით სხვა შედეგი მიგვიღია. ეგზიტპოლი ეგზიტპოლია,  დავანებოთ ზეიმს, თავი ვკონცენტრირდეთ ხმების დაცვაზე. ეს ყველაფერი ხმების მიხედვით არის დასათვლელი, თითოეული უბნიდან. ამის შემდეგ მართლა შეგვიძლია...

შს მინისტრს ვერ ვუკავშირდები, მოვუწოდებ, პოლიციის რეაგირება უფრო სწრაფი და ეფექტური იყოს – პრეზიდენტი

მინდა, ყველა ჩვენს მოქალაქეს მივმართო და ვუთხრა, დღევანდელი არჩევნები რამდენად მნიშვნელოვანია. აღვნიშნავ, რომ აქტივობა ძალიან მაღალია და ეს კარგის ნიშანია. საჭიროა, რომ ეს დღის მეორე ნახევარშიც ასევე გაგრძელდეს. საზღვარგარეთაც...

ქართველებო დარწმუნებული ვარ სწორ არჩევანს გააკეთებთ! მშვიდობასა და მეზობლებთან მეგობრობას აირჩევთ – კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი

ეს დღეებია, ბევრი ადამიანი საქართველოზეა ფოკუსირებული. ჩვეულებრივი არჩევნების ნაცვლად, ისინი ამ არჩევნებს "ცივილიზაციურ არჩევანს" უწოდებენ, თუმცა, როგორც მე მესახება, ქვეყანამ არჩევანი რამდენიმე წლის წინ უკვე გააკეთა. ჩემ ხალხს მათი ანტიკური ისტორია,...

TV პირველის გადამღებ ჯგუფზე იყო თავდასხმა, დამტვრეულია აპარატურა – მელაძე

"თავდასხმა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე. დამტვრეულია აპარატურა. პირდაპირ ცემაზე გადადიან", აცხადებს ამის შესახებ, TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე.