კვირა, 25 მაისი , 2025, 23:29

ციტატა

უკრაინის უმაღლესი რადასა და ჩემი სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს – სტეფანჩუკი

"უკრაინის უმაღლესი რადასა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელად გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს. დიდ მადლობას ვუხდი ქართველ პარლამენტარებს უკრაინის მეგობრული მხარდაჭერისთვის მისი თანამედროვე ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში....

დახმარებას ვცდილობდით და ვერ დავეხმარეთ – პატარაია პოლონეთში მოკლულ ქალზე

"საფარის" ხელმძღვანელი, ბაია პატარაია აცხადებს, რომ პოლონეთში ქმრის მიერ მოკლული ქალის დახმარებას მათი ორგანიზაცია საქართველოდან ცდილობდა. მისი ცნობით, საფარის წარმომადგენლები ეკონტაქტებოდნენ ქალს, გამოიძახეს პოლიციაც, თუმცა მოძალადე ქმარი პოლონეთის პოლიციამ გაათავისუფლა,...

26 მაისი სიმამაცისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულის შედეგი იყო – აშშ-ს საელჩო

"საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის დღე მართლაც საყოველთაო ზეიმი იყო. 26 მაისი იყო შედეგი სიმამაცის, ერთიანი, თავდაუზოგავი ძალისხმევისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულის. სამოცდაათი წლის განმავლობაში საბჭოთა რეჟიმის მცდელობების მიუხედავად საქართველოს პირველი რესპუბლიკის...

დამოუკიდებლობის დღეს ვიხსენებთ მათ, ვინც შეგვინარჩუნა თავისუფლება – პრეზიდენტი

"აღვნიშნავთ 26 მაისს, ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს და ვიხსენებთ ყველას, ვინც იბრძოდა და მოგვიყვანა ამ დღემდე, შეგვინარჩუნა ჩვენი თვითმყოფადობა და თავისუფლება. მათ სისხლი დაღვარეს და სიცოცხლე შესწირეს, რათა ჩვენი სახელით...

ლუგანსკის ოლქის 95% ოკუპირებულია, მდგომარეობა უკიდურესად ცუდია – გაიდაი

"ოკუპირებულია ლუგანსკის ოლქის ტერიტორიის 95% დონბასში მდგომარეობა უკიდურესად ცუდია. ლუგანსკის რეგიონი აგრძელებს ურდოს შეკავებას, რომელიც ანადგურებს ჩვენს დასახლებებს. დაბომბვა საერთოდ არ წყდება. ლისიჩანსკი-ბახმუტის საავტომობილო გზა ცეცხლის ქვეშაა. გუშინ მტრის DRG წავიდა გზაზე,...

რუსეთი მსოფლიოს აშანტაჟებს სანქციების მოხსნის მოთხოვნით – კულება

"ახლა რუსეთი მსოფლიოს აშანტაჟებს სანქციების მოხსნის მოთხოვნით უკრაინის სურსათის ექსპორტის განბლოკვის სანაცვლოდ. ნებისმიერმა უცხოელმა პოლიტიკოსმა ან ოფიციალურმა პირმა, რომელმაც შეიძლება იფიქროს ამ თამაშის მიღებაზე, ჯერ უნდა მოინახულოს მოკლული უკრაინელი...

როცა დასავლურ იარაღს დავაგროვებთ, შევძლებთ ვითარების შემობრუნებას – არესტოვიჩი

"აჩქარება, რომლითაც რუსული ჯარები მიიწევენ ჩვენი პოზიციებისკენ, წარმოადგენს მათთვის ძალიან კონკრეტულ საფრთხეს. დიდი დანაკარგები რეზერვში, რომელიც რუსულ არმიას აქვს, ურტყამს ბირთვს, რომელმაც იცის, როგორ აკონტროლოს ბრძოლა და რომელმაც ზოგადად იცის,...

გვთავაზობენ, დავთმოთ აღმოსავლეთი და სამხრეთი, ეს ზურგში ჩარტყმაა – პოდოლიაკი

"ჯერ არაფერი დასრულებულა. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ყველა მიმართულებით. რუსეთი ხარჯავს უამრავ რესურსს, რათა დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ რუსებს აქვთ უკრაინელების დახოცვის უფლება და ისინი ამისთვის არ დაისჯებიან. სწორედ ამიტომ...

იან კელის პოზიციამ გაუადვილა ნიკა გვარამიას, რომ 7 მილიონით გაეძარცვა რუსთავი 2 – კობახიძე

''კელი და კრამერი საერთოდ აღარ არიან საინტერესო. პირდაპირ გამოიკვეთა, რომ ისინი ლობისტები არიან უკვე ძალიან დიდი ხანია. იან კელის ერთი რამე მინდა შევახსენო, რომ მისი პოზიციაც იყო ძალიან პრობლემური...

აშშ-ის საელჩოს დუმილი არის ჩვენს პოზიციაზე თანხმობის ნიშანი – კობახიძე

"დადასტურდა პრაქტიკულად უკვე, რომ ის ბრალდებები, რასაც უყენებდა აშშ-ის საელჩოს ოპოზიცია, იყო ცარიელი სპეკულაცია და სრული დემაგოგია. ეს არის ის შემთხვევა, როცა დუმილი არის ჩვენ პოზიციაზე თანხმობის ნიშანი, ეს...