“ყაზტრანსგაზი”: ჩაჭრის მიუხედავად, მეპატრონემ მოწყობილობა თვითნებურად შეაერთა

“ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლის განცხადებით, ბინაში, სადაც დღეს ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო, 7 ადამიანი გარდაიცვალა, გეგმიური რევიზიის დროს კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამათმობელი ნახეს და მოხდა მისი ჩაჭრა, თუმცა კომპანიის წარმომადგენლების გაფრთხილების მიუხედავად, ბინის მეპატრონემ მოწყობილობა თვითნებურად შეაერთა. “ყაზტრანსგაზი” ამის დამადასტურებლად გაზის ჩაჭრის ოქმს ავრცელებს.

შემთხვევა ქეთევან წამებულის 67 ნომერში მოხდა. გარდაიცვალა შვიდი ადამიანი. შვიდივე გარდაცვლილი “ლიბერთი ბანკის” მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. მათ ბინა ჰქონდათ ნაქირავები. გარდაცვლილებს შორის 2 მამა-შვილი იყო.