“ჩემი შვილებისთვის უბრალოდ დედა ვარ და არა კარიერით შეპყრობილი სუპერვარსკვლავი“– შარლიზ ტერონი

44 წლის შარლიზ ტერონი ლოს ანჯელესში წითე ხალიჩაზე პროვოკაციულ საღამოს კაბაში გამოჩნდა. ჰოლივუდის ვარსკვლავი ნომინანტის სტატუსით ეწვია ყოვლწლიურ Critics’ Choice Awards დაჯილდოების ღონისძიებას. ფოტოგრაფების წინაშე მსახიობი ღრმად შეხსნილ გრძელ კაბაში და ექსტრემალურ დეკოლტეში პოზირებდა.

მისი მაკიაჟი ზომიერი იყო, სამკაულები კი მასიური თეთრი ოქროსგან და ბრილიანტებისგან დამზადებული. მიუხედავად იმისა, რომ შარლიზ ტერონს იმ დღეს ჯილდო არ მიუღია მისი ნამუშევრისთვის ფილმში “სკანდალი“, მისი სამოსი ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულად აღიარეს.

რაც შეეხება ნომინაციას, ექსპერტები მას 2020–ის ოსკარის ერთ–ერთ პრეტენდენტად თვლიან. ჟურნალისტების კითხვაზე, აქვს თუ არა იმედი რომ თავის რიგით მესამე ოსკარს მიიღებს, ვარსკვლავმა ირონიულად უპასუხა, რომ იმ მომენტში ყველაზე ნაკლებად ფიქრობდა სამუშაოზე:

“იცით, სახლში ორი პატარა შვილი მელის. მე მათთვის უბრალოდ დედა ვარ და არა საკუთარი კარიერით შეპყრობილი სუპერვარსკვლავი. მაგალითად, ცერემონიალის დასრულებისთანავე წავალ მათთან და შევეცდები ადრე დავწვე დასაძინებლად. იმიტომ რომ ხვალ დილით ადრე უნდა მოვამზადო ბაღისთვის და ავტობუსში ჩავსვა. ასეთი საქმეები ჩემთვის ბევრად მნშვნელოვანია. ნომინაცია, რა თქმა უნდა, გამახარებს, მაგრამ ეს არ არის მთავარი ცხოვრებაში“– თქვა მსახიობმა დეილი მეილთან საუბრისას.