“მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ მისი საქმის მოსამართლეს გასაბერი ზვიგენი უწოდა. გვარამიამ ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა.
“ჩემს პროცესზე დამხვდა ივანიშვილის მორიგი გასაბერი ზვიგენი გიორგი არევაძე. ყოველ კვირას 2 პროცესი ჩანიშნა ერთი თვის განმავლობაში და პრაქტიკულად მუშაობა ამიკრძალა. მთავარი არხის პარალიზება და არასასურველი პირისთვის დროულად ყალბი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა – ესაა ამ ნაძირალა ფსევდომოსამართლის ამოცანა.
ყველა უკანონო დავალების შემსრულებელი ციხეში, მოსამართლიან პროკურორიანად!”-წერს გვარამია.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიასა და მასთან ერთად ბრალდებული კიდევ ორი პირის, „რუსთავი 2”-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის” დირექტორის ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.