ჩინეთი აშშ-ს კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკის დათესვაში ადანაშაულებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს პანიკის გავრცელებაში ადანაშაულებს. ქვეყნის საგარეო უწყების პრესსპიკერის თქმით, ვაშინგტონი არაადეკვატურად იქცევა და სრულ ისტერიას თესავს.

„ქვეყნების უმეტესობა აფასებს და მხარს უჭერს ჩინეთის მცდელობებს ახალ კორონავირუსთან ბრძოლის დროს და ჩვენ გვესმის და პატივს ვცემთ მათ გადაწყვეტილებებს როცა აწესებენ კარანტინს ქვეყანაში შემსვლელებზე, მაგრამ ამავდროულად ზოგიერთ ქვეყანაში, კერძოდ, აშშ-ში მათ არაადეკვატურად მწვავე რეაქცია აქვთ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევას ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ჰუა ჩუნინგმა.

მისივე განცხადებით, აშშ-ს ჩინეთისთვის მნიშვნელოვანი დახმარება არ გაუწევია, მან მხოლოდ შიში გაავრცელა, რაც სხვა ქვეყნებისთვის ცუდი მაგალითია.

ცნობისთვის, ამ დროისთვის კორონავირუსით 361 ადამიანია გარდაცვლილი, 17 205 კი ინფიცირებული.