ჩინეთში კორონავირუსის გამო ექიმი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, 62 წლის ექიმი ლან უდუნი ოტოლარინგოლოგად მუშაობდა კლინიკა „სინჰუაში“ ქალაქ უხანში.
ექიმს კორონავირუსის დაავადების სიმპტომები 16 იანვარს აღმოუჩინეს. 25 იანვარს დილით კი მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და გარდაიცვალა.